Tuesday, March 31, 2020

მესამე დავალება მათემატიკაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებისათვის


მესამე დავალება მათემატიკაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებისათვის

გაკვეთილის თემა: შეფარდება    (გოგიშვილი.ვეფხვაძე. მეშვიდე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, პარაგრაფი 6.1
N1 . მაგალითი :
ვთქვათ, სკოლაში  85  ვაჟი და  100 გოგოა, ამ რიცხვების  შედარება 85/100  განაყოფით შეიძლება ჩავწეროთ - პირველ   რიცხვს ვყოფთ მეორეზე. ამ განაყოფს მოცემული რიცხვის შეფარდება ეწოდება.
 ეს შეფარდება შეიძლება ასეც ჩავწეროთ:  85: 100,  85/ 100,     0,  85.
100/85  შეფარდებით  კი ვპოულობთ  რამდენჯერ  მეტია გოგონების რიცხვი  ვაჟების რიცხვზე.
N2 მაგალითები ტოლფას შეფარდებებზე:
 



საშინაო დავალება: გოგიშვილის  მეშვიდე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო პარაგრაფი 6.1
გვ.  77-ზე   N  10, 11 , 12.

მესამე დავალება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში

მესამე დავალება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში

გაკვეთილის თემა: ნაჯერი ორთქლი,დუღილი,  ჰაერის ტენიანობა.

 სითხის ღია ზედაპირიდან აორთქლება წარმოებს მანამ, სანამ ის მთლიანად არ აორთქლდება.
ორთქლს, რომელიც დინამიკურ წონასწორობაშია თავის სითხესთან, ნაჯერი ორთქლი ეწოდება,გამონათქვამი დინამიკურ წონასწორობაშია ნიშნავს: სითხეში დაბრუნებული მოლეკულების რაოდენობა ტოლია სითხიდან ამოტყორცნილი მოლეკულების რაოდენობის.
   ნაჯერი ორთქლის წნევა ტემპერატურის პროპორციულია.
ნაჯერი ორთქლის მდგომარეობის აღწერა მიახლოებით შეიძლება იდეალური აირის მდგომარეობის განტოლებით, ხოლო წნევა p= nkt  ფორმულით.
  მოცემული სითხის ნაჯერი ორთქლის წნევა დამოკიდებული არ არის მოცულობაზე, იგი დამოკიდებულია მხოლოდ ტემპერატურაზე.
   ორთქლს მოცემულ ტემპერატურაზე  მაშინ აქვს უდიდესი  წნევა, როცა ის ნაჯერი ხდება.
   დუღილი არის სითხის მთელ მოცულობაში ორთქლის სწრაფად მზარდი ბუშტულების წარმოქმნა, სითხის ზედაპირზე ამოსვლა და გასკდომა. ტემპერატურას, რომელზეც სითხე დუღს, დუღილის ტემპერატურა ეწოდება.
  ჰაერში არსებული წყლის ორთქლის სიმკვრივეს აბსოლუტურ ტენიანობას უწოდებენ.
  ჰაერის  ფარდობითი ტენიანობა ეწოდება მოცემულ ტემპერატურაზე  ჰაერში არსებული წყლის ორთქლის   სიმკვრივის შეფარდებას იმავე ტემპერატურაზე  ნაჯერი ორთქლის  სიმკვრივესთან , გამოსახულს პროცენტებით:



ტემპერატურას, რომელზეც წყლის ორთქლი ხდება ნაჯერი, ნამის წერტილი ეწოდება.
ნამის წრტილამდე და უფრო დაბალ ტემპერატურამდე ჰაერის გაცივებისას იწყება წყლის ორთქლის კონდენსაცია: წარმოიქმნება ნისლი და ჩნდება ნამი.
 ფარდობითი ტენიანობის გასაზომად გამოიყენებაფსიქრომეტრი, რომელიც ორი თერმომეტრისაგან შედგება. ნამის წერტილი შეიძლება განვსაზღვროთ კონდენსაციური ჰიგრომეტრით.



საშინაო დავალება: გედენიძის ფიზიკის 11 კლასის სახემძღვანელო, პარაგრაფი 3.12,    3.13 პასუხი გაეცით გვ 89-ზე N  11,  12,  13. კითხვებს.

Monday, March 30, 2020

საშინაო დავალება N2 ფიზიკაში მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის ელექტრული დენი ნახევარგამტარში



ელექტრული დენი ნახევარგამტარში
                   

კუთრი ელექტრული წინაღოის მნიშვნელობების მიხედვით ნახევარგამტარები შუალედურ ადგილს იკავებენ კარგ გამტარებსა და დიელექტრიკებს შორის. ნახევარგამტარებს ეკუთვნის მრავალი ქიმიური ელემენტი (გერმანიუმი, სილიციუმი, სელენი, ტელური, დარიშხანი და სხვა), შენადნობების და ქიმიური ნაერთების  უზარმაზარი რაოდენობა. ჩვენი გარმომცველი სამყაროს თითქმის ყველა არაორგანული ნივთიერება ნახევარგამტარია. ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ნახევარგამტარი სილიციუმია, რომელის დედამიწის ქერქის 30 % შეადგენს.
                

   ნახევარგამტარის გამტარობას, რომელიც განპირობებულია მასში თავისუფალი ელექტრონების არსებობით, ელექტრონული გამტარობა ეწოდება.
   იონებსა და ატომებს შორის სავალენტო ელექტრონების გაცვლას მივყავართ ნახევარგამტარში დადებითი იონების განუწყვეტლივ ქაოსურ მოძრაობამდე. იმ ადგილს, სადაც ატომის ადგილას გაჩნდა დადებითი იონი, ხვრელი უწოდეს.
 

ნახევარგამტარში არის მუხტის ორი ტიპის გადამტანი: ელექტრონი და ხვრელი, ამიტომ ნახევარგამტარს ახასიათებს არა მარტო ელექტრონული, არამედ  ხვრელური გამტარობაც. ამგვარად, ელეტრული დენი ნახევარგამტარში წარმოადგენს ელეტრონებისა და ხვრელების მიმართულ მოძრაობას.  მინარევების უმნიშვნელო რაოდენობაც კი მკვეთრად ცვლის ნახევარ გამტარის თვისებებს.

     ნახევარგამტარში მინარევების არსებობისას  საკუთარ გამტარობასთან ერთად იქმნება დამატებითი მინარევული გამტარობა.
  იმ მინარევს, რომელიც ადვილად გასცემს ელექტრონებს და ადიდებს თავისუფალი ელექტრონების რაოდენობას , დონორული  (გამცემი) მინარევი ეწოდება.
   ნახევარგამტარებს, რომლებსაც დონორული მინარევი აქვთ, ელექტრონების დიდი რაოდენობა გააჩნიათ. მათ n -ტიპის ნახევარ გამტარებიც ეწოდებათ. ამ ტიპის ნახევარ გამტარში მუხტის ძირითადი გადამტანები ელექტრონებია, ხვრელები კი არა ძირითადი.
   სუფთა ნახევარგამტარში იმ მინარევის შეტანისას, რომელსაც მეზობელ ატომებთან ნორმალური წყვილ - ელექტრონული კავშირის დასამყარებლად აკლია ელექტრონი, წარმოიქმნება ხვრელი. ჭარბი ხვრელების რაოდენობა მინარევის  ატომთა რაოდენობის ტოლია. ამგვარ მინარევს აქცეპტორული ( მიმღები ) მინარევი ეწოდება.
   ნახევარგამტარებს, რომლებსაც ხვრელური გამტარობა უფრო მეტი აქვთ ელექტრონულთან შედარებით p-ტიპის ნახევარგამტარები ეწოდება.  P- ტიპის გამტარებში მუხტის ძირითადი გადამტანები ხვრელებია.
   ნახევარგამტარის კრისტალში მინარევების სათანადო შეტანით გავხადოთ მისი ერთი ნაწილი P , ხოლო მეორე n- ტიპის ნახევარგამტარად, სხვადასხვა ტიპის ორი ნახევარგამტარის კონტაქტს p-n გადასვლა ეწოდება.  


საკმარისია სუფთა ნახევარგამტარში შევიტანოთ სხვა ქიმიური ელემენტები მცირე რაოდენობით, რომ გაჩნდება ელექტრონების ან ხვრელების ჭარბი რაოდენობა.
ნახევარგამტარების დამზადება არ არის ადვილი, მთავარი სიძნელე ნივთიერების გასუფთავებაა. მაგალითად, ნახევარგამტარული კრისტალური ელემენტი გერმანიუმი ისეთ გასუფთავებას მოითხოვს, რომლის დროსაც მის მილიონ ატომზე სხვა ნივთიერების ერთ ატომზე მეტი არ უნდა მოდიოდეს. გასუფთავება საჭიროა იმისთვის, რომ გერმანიუმმა შეძლოს კოვალენტური ბმების დამყარება. ნახევარგამტარი რომ გაწმინდონ, შეიძლება ჯერ გაადნონ იგი, შემდეგ კი მოახდინონ ნადნობის კრისტალიზაცია. მრავალჯერ გაწმენდილ ნახევარგამტარ ნივთიერებას  უმატებენ სხვა, საჭირო  მინარევებს. ასე ღებულობენ სხვადასხვა თვისების მქონე ნახევარგამტარებს, რომლებსაც მრავალნაირად იყენებენ. სხვადასხვა ნივთიერების დამატება გარდაქმნის ელექტრონულ ნახევარგამტარს ხვრელურში და პირიქით. ამავე ხერხით შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ამ ნივთიერებების  ელექტროგამტარობა.
ეს თვისება საშუალებას იძლევა ტემპერატურა გაიზომოს იმის  მიხედვით, თუ როგორია დენის ძალა ნახევარგამტარის შემცველ წრედში. ასეთ ხელსაწყოებს  თერმისტორი ანუ  თერმორეზისტორი ეწოდება.
თერმისტორი ერთ-ერთი ყველზე მარტივი ნახევარგამტარული ხელსაწყოა. თერმისტორს ამზადებენ რამდენიმე მიკრომეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე ზომის ღეროს, მილის, დისკოს, საყელურის ან მძივის მარცვლის სახით.
   თერმისტორს, რომელშიც გათბობა ხდება ნახევარგამტარზე დაცემული ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, ბოლომეტრი ეწოდება.
  ხელსაწყოს, რომლის მოქმედება დამყარებულია ფოტოელექტრულ ეფექტზე, ფოტორეზიზტორს ან ფოტოწიღობას უწოდებენ. ფოტორეზისტორის მეშვობით ამოწმებენ ზედაპირის ხარისხს, აკონტროლებენ ნაკეთობათა ზომებს  და სხვა.
 ნახევარგამტარებს უდიდესი პრაქტიკული გამოყენება აქვთ. ნახევარგამტარული დიოდი- მასში 1 p-n  გადასვლა და ტრანზისტორი - რომელშიც  2 p-n  გადასვლაა. მათი გამოყენებით შეიქმნა მინიატურული ხელსაწყოები,რომლებიც ძალიან ეკონომიურია. მისი უპირატესობა განსაკუთრებით არსებითია დედამიწის ხელოვნულ თანამგზავრებში, კოსმოსულ ხომალდებში,  და კომპიუტერებში გამოყენებისას.









 საშინაო დავალება :
გედენიძე -  ფიზიკის მე-10 კლასის სახელმძღვანელო პარაგრაპი 2.20, 2.21.
 მოიპოვეთ ინფორმაცია ნახევარგამტარების გამოყენების შესახებ და მოამზადეთ მასალა პრეზენტაციისათვის.

Sunday, March 29, 2020

მეორე საშინაო დავალება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში


  მეორე  საშინაო დავალება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში.

მეორე დავალება ფიზიკაში მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის


მეორე დავალება ფიზიკაში მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის
პროექტი თემაზე:  შეისწავლეთ მზისა და მთვარის დაბნელება.

Monday, March 23, 2020


დავალება ფიზიკაში 11 კლასის მოსწავლეებისათვის: გაკვეთილის თემა-შინაგანი ენერგია და მისი  შეცვლის ხერხები, სითბოს რაოდენობა, მუშაობა აირის მოცულობის ცვლილებისას. 

დავალებები ფიზიკაში 10 კლასის მოსწავლეებისათვის: გაკვეთილის თემა-ელექტრული დენი აირში .


დავალებები ფიზიკაში 10 კლასის მოსწავლეებისათვის: გაკვეთილის თემა-ელექტრული დენი აირში. 
ელექტრული დენი აირში-ის სურათის შედეგი

დავალებები ფიზიკაში 9 კლასის მოსწავლეებისათვის: გაკვეთილის თემა-სინათლის გავრცელება

სინათლის წყაროები-ის სურათის შედეგი

მე-8 კლასის ფიზიკის დავალება


მერვე კლასის ფიზიკის დავალება: გაკვეთილის თემა-ელექტრული დენი, დენის წყაროები.
დენის წყაროები-ის სურათის შედეგი

მეშვიდე კლასის მოსწავლეებისათვის დავალება ფიზიკაში, გაკვეთილის თემა: ზიარჭურჭელი


მეშვიდე კლასის მოსწავლეებისათვის დავალება ფიზიკაში, გაკვეთილის თემა: ზიარჭურჭელი
ზიარ ჭურჭელი-ის სურათის შედეგი

Sunday, March 1, 2020

ინტეგრირებული გაკვეთილი ,, ელექტროლიზი , ელექტროლიზის გამოყენება"

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში 2020 წლის 27 თებერვალს მე-10 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ( ფიზიკა-ქიმია) თემაზე : ,, ელექტროლიზი , ელექტროლიზის გამოყენება"

Thursday, January 2, 2020

„ ნორჩი მათემატიკოსები” შემაჯამებელი მეცადინეობა - ვიქტორინა


სსიპ აბაშის რაიონის ტყვირის საჯარო   სკოლაში  2019  წლის  17 სექტემბრიდან ფუნქციონირებდა  მათემატიკის  წრე  7 დაკლასელთათვის - „ ნორჩი მათემატიკოსები”.        

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"