Sunday, November 10, 2019

პროექტი გეომეტრია და ქართული ხუროთმოძღვრება

პროექტი გეომეტრია და ქართული ხუროთმოძღვრება



1. სასწავლო პროექტი:  გეომეტრიული ფიგურები ქართულ ხუროთმოძღვრებაში - ტყვირის ეკლესია.
2. პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებმა სკოლაში მიღებული ცოდნა დაუკავშირონ  რეალურ, ცხოვრებისეულ საკითხებს და პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევითი და შემოქმედებითი უნარები.
3. პროექტის აქტუალობა: უფრო მეტ ინფორმაციას გაეცნობიან ქართულ ხუროთმოძღვრებაზე,პრაქტიკულად ნახავს  არქიტექტურაში გეომეტრიულ ფიგურებს .
4. პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახონ ქარულ ხუროთმოძღვრებაში გეომეტრიული ფიგურების მრავალფეროვნება, იმის გაცნობიერება,რომ გეომეტრია  მშვენიერების ერთ-ერთი წყარო, ხოლო გეომეტრიული ფიგურები მშვენიერების სრულყოფილი ნიმუშები, მოსწავლეებში გამოიწვევს მათემატიკის საგნით დაინტერესებას, ლოგიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დაეხმაროს მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის ტრანსფერსა და პრაქტიკულად გამოყენებაში.
5. მონაწილეთა ასაკი:  7 კლასი
6. პროექტის  განხორციელების ვადები:   10 დღე
7. მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკის და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანის გადასაწყვეტად.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები:   ქაღალდი, სახატავი ფანქრები, წებო, სახაზავი,  მარკერები, ენციკლოპედიები და ინტერნეტრესურსები, ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა: 
კლასი დაიყოფა 2   ჯგუფად. დაიგეგმა შესასრულებელი დავალებები  და გადანაწილდა   ჯგუფებზე.
1 ჯგუფის დავალება:  მოიძიონ ინფორმაცია ტყვირის  მაცხოვრის სახელობის ეკლესიის შესახებ. გადაუღონ  ფოტოები  და მოახდინონ პრეზენტაცია  მოგროვილი მასალების.
2 ჯგუფის დავალება  დაამზადონ  ტყვირის ეკლესიის მაკეტი და მასზე გამოსახულ ბრტყელ და სივრცით გეომეტრიულ ფიგურებზე ისაუბრონ.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეძლეს:  საგანთაშორისი კავშირის დამყარება,არსებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება
მოსწავლეებს განუვითარდათ ლოგიკური და  შემოქმედებითი უნარები.
ჯგუფური მუშაობის  უნარ - ჩვევები.


10. საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·         ისტორია
·         ხელოვნება
·         მათემატიკა
·         ისტ-ი.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მიგინეიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: n.migineishvili9@gmail.com



No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"