Wednesday, October 26, 2011

ბარომეტრი და მისი გამოყენება






1.პროექტის სახელწოდება:ბარომეტრი და მისი გამოყენება.
2.პროექტის  მთავარი იდეა :მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად მოიპოვონ ინფორმაცია ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყოების შესახებ და შეძლონ დაამზადონ ბარომეტრ–ანეროიდის მოდელი.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები  დამოუკიდებლად შეძლებენ  გაეცნონ ატმოსფერული წნევის საზომ ხელსაწყოებს:  ვერცხლისწყლიან  ბარომეტრს, წყლის ბარომეტრს, უსითხო ბარომეტრ–ანეროიდს და მის მოქმედების პრინციპს.
4.პროექტის  მიზანია: მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიების, აღწერის,პრეზენტაციის უნარ–ჩვევების განვითარება.
   სხვადასხვა სახის ბარომეტრების გაცნობა  და  მათი დახმარებით  ამინდის პროგნოზირება.
5.მონაწილეთა ასაკი:მერვე  კლასი.
6.ვადები,ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს  ეცოდინებათ ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყოები, შეძლებენ ატმოსფერული წნევის გაზომვას ,მის გამოყენებას და ბარომეტრ–ანეროიდის მოდელის დამზადებას.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტი,ფიზიკის სახელმძღვანელო,მეცნიერების ენციკლოპედია,ფუძემდებელი ექსპერიმენტები საშუალო სკოლის ფიზიკის კურსში.
  დრეკადი აფსკი,ბუშტი,წვენის ქილა,სკალა.
9პროექტის მსვლელობა:
 ძირითადი აქტივობები:
 დავყოთ მოსწავლეები სამ ჯგუფად.
I  ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ბარომეტრების შესახებ:
ა)ტორიჩელის ცდაში გამოყენებულ ვერცხლისწყლიან ბარომეტრზე.
ბ)პასკალის წყლის ბარომეტრი და მისი მოქმედების  პრინციპი.
გ)ლ. ვიდის  მიერ შექმნილ   უსითხო ბარომეტრ ანეროიდზე.
II  ჯგუფი წარმოადგენს ფოტოებს,ნახაზებს, ბარომეტრ–ანეროიდის  მოდელს.
III  ჯგუფი  არკვევს:
ა)რა მოხდება,თუ ატმოსფერული წნევა გაიზრდება?
ბ) რა მოხდება, თუ ატმოსფერული წნევა შემცირდება?
გ)რისი შედეგია ქარის წარმოქმნა?
შეეცდება დაადგინოს ბარომეტრის როლი ამინდის პროგნოზირების დროს და აკეთებს დასკვნებს:
ა)როდესაც ბარომეტრი უჩვენებს ატმოსფერული წნევის ზრდას,მეტეოროლოგები ვარაუდობენ მშრალ ამინდს.
ბ)ატმოსფერული წნევის  შემცირებისას კი ვარაუდობენ  ნალექს.
გ)ატმოსფერული წნევის ცვლილების  შედეგია ქარის წარმოქმნა.
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნებისმეტყველება VII.8
მოსწავლე ახასიათებს წნევას. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ა)ამზადებს მარტივ მოდელს
ბ)ატარებს ცდებს ატმოსფერული წნევის მოქმედების გამოსავლენად,შედეგებს აანალიზებს და აკეთებს დასკვნებს.
გამოთქვამს ვარაუდს  ატმოსფერული წნევის გაზრდით ან შემცირებით გამოწვეული ცვლილებების შესახებ.


11. პროექტის ხელმძღვანელი: ნ.მიგინეიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.migineishvili9@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი nmigineisvili.blogspot.com



No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"