Sunday, January 7, 2018

მსოფლიოს გამოჩენილი მათემატიკოსები




1.პროექტის სახელწოდება: მსოფლიოს გამოჩენილი მათემატიკოსები
2. პროექტის აქტუალობა: ცნობილი მათემატიკოსების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითზე მოსწავლეები ისწავლიან როგორ გადაჭრან  წარმოქმნილი პრობლემები და რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო მიზნის მისაღწევად.
3. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციას მსოფლიოს გამოჩენილ მათემატიკოსებზე, გაეცნობიან მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
4. პროექტის მიზნები: ბავშვების მიერ ამ დავალების შესრულება უზრუნველოფს მოსწავლეთა მიერ სასურველი და საინტერესო ინფორმაციის მიღებას. მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებითა და ინტერნეტში განთავსებით ისინი წარმოაჩენენ, კიდევ ერთხელ, მათ საზოგადოების წინაშე. მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლით შეძლებენ  ამ ადამიანების წარმატებისა და პრობლებების გათავისებას.განავითარებენ კვლევა-ძიების უნარებს, ისტ-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარებს.
5. მოსწავლეთა ასაკი: 12 წელი
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას: გამოჩენილი მათემატიკოსების შესახებ ელექტრონული ვერსია, ფოტოალბომი, ფოტოსტენდი, ბლოგები, შემოქმედებითი პრეზენტაციები, ატვირტონ ეს ინფორმაციები facebook-ზე.
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პრინტერი, ალბომი ფოტოებისთვის, საკანცელარიო მასალა.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
ა.პროექტის იდეის და მიზნების გაცნობა
ბ.ჯგუფებად დაყოფა და დავალებების  განაწილება
გ. კონკრეტული დავალებების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშია წარმოდგენა.
დ. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევა.
ე. მოძიებული მასალის დახარისხება
ვ. საბოლოოდ შეჯერება და აუდიტორიასთან წარდგენა.
ისტის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეების  თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მის მიერ მოძიებულ მასალას  პრეზენტაციის სახით, დაამზადებენ ფოტოალბომს და ფოტოსტენდს.
10. პროექტის შეფასება: შეფასება მოხდება ჯგუფების  მიერ ჩატარებული სამუშაოების მიხედვით.
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გაუჩნდებათ ინტერესი საგნისადმი, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებებისადმი( ინტერნეტში მასალების მოძიებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვიდეო და ფოტო მასალის მოძიებით და ფოტოსტენდის დამზადებით. გამოუმუშადებათ კვლევის, დისკუსიის გამართვის უნარი, შემოქმედებითი უნარ- ჩვევები.
12.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მიგინეიშვილი- ტყვირის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი.
13. ხელმძღვანელი ელფოსტა: n.migineishvili9@gmail.com

14. პროექტის ბლოგი: nmigineishvili/ blogspot.com


                                                                


   

                                                   რეფლექსია
განხორციელებული პროექტის განხილვა და საბოლოო შეფასება: მასწავლებელი და მონაწილეები კიდევ ერთხელ მსჯელობენ პროექტზე და მის შედეგზე. პროექტზე მუშაობისას სწავლა გახდა უფრო საინტერესო და ხალისიანი, რაც ზრდის მოსწავლის შინაგან მოტივაციას. უვითარებს მაღალ სააზროვნი უნარებს, ჯგუფური მუშაობის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს. პროექტის შედეგის ძლიერ და სუსტ მხარეებზე მსჯელობისას გაჩნდა ახალი პროექტის განხორციელების იმპულსი. პროექტი მთავრდება და იბადება ახალი პროექტის იდეა.

No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"