Friday, April 3, 2020

მეოთხე დავალება 8 კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში. გაკვეთილის თემა: რომბი- პარალელოგრამის კერძო სახე.რომბის თვისებები.


მეოთხე დავალება 8 კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში.
Rombi sul quaderno a quadretti - Problemi per matematici in erba

გაკვეთილის თემა:   რომბი- პარალელოგრამის კერძო სახე.რომბის თვისებები.
რომბი- პარალელოგრამია, რომლის ყველა გვერდი  ტოლია.
გეომეტრიულ ფიგურათა სახელწოდებები მეტწილად  ბერძნულია,მათი წარმოშობა სხვადასხვა ფორმის საგნების სახელწოდებიდან  მომდინარეობდა. სიტყვა  რომბი  ბერძნულად ბზრიალას ნიშნავს.
რომბი პარალელოგრამია, ამიტომ პარალელოგრამის ყველა თვისება რომბსაც აქვს, მაგრამ ყველა პარალელოგრამი რომბი არ არის.რომბს, როგორც კერძო სახის პარალელოგრამს, აქვს ისეთი თვისებებიც, რომლებიც ყველა პარალელოგრამს არ ახასიათებს.
რომბის თვისებებია:
რომბის დიაგონალები რომბის სიმეტრიის ღერძებია, ისინი მართობულია და რომბის კუთხეთა ბისექტრისებია.
საშინაო დავალება:  გოგიშვილი მერვე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო  პარაგრაფ 5.4 (1)-რომბი. რომბის თვისებები. ტესტები 1-დან 10-ის ჩათვლით და  N12.

No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"