მეოთხე დავალება
მეშვიდე კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში.
გაკვეთილის თემა:
რიცხვის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად.
გოგიშვილის მეშვიდე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო
პარაგრაფი 6.2
დავყოთ
რიცხვი მოცემული რიცხვების პროპორციულ ნაწილებად
ნიშნავს წარმოვადგინოთ ეს რიცხვი ისეთი შესაკრებების ჯამად, რომელთა შეფარდება- მოცემული რიცხვების შეფარდების ტოლია.
რიცხვი რომ დავყოთ მოცემული რიცხვის პროპორციულ ნაწილებად,
ეს რიცხვი უნდა გავყოთ მოცემული რიცხვების(
ნაწილების ) ჯამზე და მიღებული განაყოფი( 1 ნაწილი) გავამრავლოთ მოცემული რიცხვებიდან
თითოეულზე.
მაგალითად, რა რიცხვი მიიღება 50-ის 2-ისა და 3-ის
პროპორციულ ნაწილებად დაყოფით?
ამოხსნა: 2 X+
3X=50
5X=50
X=50: 5
X=10
2X=2. 10=20
3.X=3.10=30
პასუხი: 20 და
30.
საშინაო დავალება: გოგიშვილის მეშვიდე კლასის მათემატიკის
სახელმძღვანელო პარაგრაფი6.2 გვ.80
წერითი დავალება მათემატიკის მეშვიდე კლასის წიგნი გვ.82 N2. 3,
4 და 5.
No comments:
Post a Comment