Monday, April 13, 2020

ექსპერიმენტი მეშვიდე კლასელებისათვის


ექპერიმენტი ზიარჭურჭლის პრინციპის გამოყენებით


საინტერესო ექსპერიმენტი:  დაამზადე შადრევნის მოდელი
1.      აიღე პლასტმასის ბოთლი და მას მოაჭერი ფსკერი.ბოთლის პლასტმასის სახურავი გახვრიტე ისე, რომ მასში მჭიდროდ გაეყაროს  სხვადასხვა სითხის სასმელად  გამოსაყენებელი წველი, რომელიც მოღუნულია п  ასოს მსგავსად.
2.      მილის ხვრელი დახურე თითით, აავსე ბოთლი წყლით. ხვრელის განთავისუფლების შემდეგ შადრევანი ამუშავდება და იმუშავებს მანამ, სანამ წყლის დონე ბოთლში არ გაუთანაბრდება  მილის ღია ბოლოს. ახსენი, რატომ ხდება  ასე?
3.      შენ, ალბათ  მიხვდი,  რომ  ჩვენი  პირველი შადრევანი მუშაობს  ზიარჭურჭელის კანონის  თანახმად.უფრო მაღალი დონის ჭურჭლიდან  წყალი გადადის მილში.ის ცდილობს  ავიდეს მილში იმავე დონეზე. მაგრამ მილი თავდება -  ჩნდება  წყლის შადრევანი.
4.      ზიარჭურჭლის კანონზეა დამყარებული წყალსადენის  მოწყობილობა და მუშაობა. ეს ძალიან ძველი გამოგონებაა. უმარტივესი წყალსადენი აგებული იყო რამდენიმე ათასი  წლის უკან. ძველ ეგვიპტეში მიწისქვეშა  წყალი  ღრმა ჭებიდან ამოჰქონდათ წყალსაწევებით  და კერამიკული  ან ხის მილებით მიეწოდებოდა მომხმარებელს.
საქართველოს ისტორიიდან ცნობილია , რომ ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსის მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგის მესამის სიცოცხლეში და აშენდა თითქმის მესამედი. 1184  წელს მამის გარდაცვალების შემდეგ  მსშენებლობა გააგრძელა  მისმა მემკვიდრემ თამარმა.მანვე დააარსა  ღვთისმშობლის  სახელობის სამეფო ტაძარი. ვარძიის სამონასტრო მეურნეობა მარაგდებოდა სასმელი წყლით.ჯერ კიდევ მეფე გიორგი მესამის  დროს კლდის ცენტრალურ  ნაწილში აღმოჩენილი  იყო წყარო.  გაჭრეს 16 მეტრი სიგრძის გვირაბი და მოაწყვეს წყლის შემგროვებელი ავზი. ეს წყარო  დღე-ღამეში იძლევა  52- 55 ლ წყალს.
     5.მილსადენებში და შემდეგ შენობებში წყალი მიედინება  წყალსაცავებიდან  ან წყალსაწნევი კოშკებიდან, რომელსაც მაღალ ადგილებზე აგებენ. წყალი მილსადენებით ადის შენობის მაღალ სართულებზე, მთავარი  ეს სართული არ იყოს წყალსაწნევ კოშკზე მაღალი. ონკანის გაღების  შემდეგ  ის დაიწყებს მუშაობას, როგორც  ჩვენი შადრევანი ბოთლიდან.



No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"