Saturday, February 24, 2018

ტყვირის საჯარო სკოლის „ნორჩ მათემატიკოსთა“ წრის V- VI მეცადინეობა


                                         წრის V- VI მეცადინეობა

2018 წლის  15 - 22 თებერვალს   ჩატარდა  ტყვირის  საჯარო  სკოლის „ნორჩ მათემატიკოსთა“  წრის  მეხუთე   და  მეექვსე  მეცადინეობა თემებზე:  ამოცანების  ამოხსნა  ნატურალური  რიცხვების  და  წილადების  გამოყენებით.


  მოსწავლეთა  ინტერესების  გათვალისწინებით  სხვადასხვა  მეთოდური ლიტერატურისა  და  სახელმძღვანელოების  გამოყენებით  შერჩეულ  იქნა   ამოცანები  და  სავარჯიშოები,  რომლებიც  განხილულ  იქნა  მეცადინეობაზე.
   მიღებული  ცოდნის  განმტკიცების  მიზნით  მოსწავლეებს  ორ  ვარიანტად  დაურიგდათ  წინასწარ  გამზადებული  ბარათები,  რომლებზეც  მოცემული  იყო  განხილულის მსგავსი  ამოცანები.
      ჯგუფებს  შორის  შეჯიბრი  წარიმართა  ხალისიანად.  დაშვებული  შეცდომების გასწორება განხორციელდა მოსწავლეთა  მონაწილეობით. მოსწავლეთა ინტერესების  გათვალისწინებით  შერჩეული აქტივობები  და  დამხმარე მასალების  გამოყენება საწრეო  მუშაობაში განაპირობებს  აქტიურ ჩართულობას    წრის  მუშაობაში .

















Thursday, February 1, 2018

მესამე მეცადინეობა მათემატიკის წრის (2018 წლის 1 თებერვალი)

2018 წლის 1 თებერვალს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეების მათემატიკის "ნორჩი მათემატიკოსების" მესამე მეცადინეობა თემაზე"  "ზომის სხვადასხვა ერთეულები და მათი ერთმანეთთან დაკავშირება"

წრის მეორე მეცადინეობა (25 იანვარი 2018 წელი)

2018 წლის 25 იანვარს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის "ნორჩი მათემატიკოსების" მეორე მეცადინეობა თემაზე: სახალისო მათემატიკური ლექსები და ამოცანები, მათემატიკის მიმართ სიყვარულის გაძლიერების მიზნით.

წრის პირველი მეცადინეობა (2018 წლის 18 იანვარი)

2018 წლის 18 იანვარს სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის წრის "ნორჩი მათემატიკოსების" შეხვედრა.


დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"