2018 წლის 8 თებერვალს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის „ ნორჩ მათემატიკოსთა წრის“ მეცადინეობა თემაზე: წილადები და ნაწილები.
წრის მეცადინეობას დაესწრო წრის ყველა წევრი. მეცადინეობაზე მოსწავლეებმა გაიმეორეს წილადის ძირითადი თვისება, გამოიყვანეს რთული ამოცანები წილადების გამოყენებით. ამოხსნეს განტოლებები, რომლებიც წილადებს შეიცავდა. მუშაობა მიმდინარეობდა წყვილებში და ჯგუფებში. განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა შეჯიბრი ჯგუფებს შორის ამოცანების ამოხსნისას. მეცადინეობას ხალისიანს ხდიდა სახალისო სავარჯიშოების ამოხსნა,რომლებიც მოსწავლეთა მიერ იყო მოძიებული.
მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო-სახალისო აქტივობების გამოყენებამ განაპირობა მოსწავლეთა აქტიურობა. მოსწავლეებმა შეძლეს ნასწავლი მასალის გამეორება, გაღრმავება და განმტკიცება.
No comments:
Post a Comment