Saturday, February 24, 2018

ტყვირის საჯარო სკოლის „ნორჩ მათემატიკოსთა“ წრის V- VI მეცადინეობა


                                         წრის V- VI მეცადინეობა

2018 წლის  15 - 22 თებერვალს   ჩატარდა  ტყვირის  საჯარო  სკოლის „ნორჩ მათემატიკოსთა“  წრის  მეხუთე   და  მეექვსე  მეცადინეობა თემებზე:  ამოცანების  ამოხსნა  ნატურალური  რიცხვების  და  წილადების  გამოყენებით.


  მოსწავლეთა  ინტერესების  გათვალისწინებით  სხვადასხვა  მეთოდური ლიტერატურისა  და  სახელმძღვანელოების  გამოყენებით  შერჩეულ  იქნა   ამოცანები  და  სავარჯიშოები,  რომლებიც  განხილულ  იქნა  მეცადინეობაზე.
   მიღებული  ცოდნის  განმტკიცების  მიზნით  მოსწავლეებს  ორ  ვარიანტად  დაურიგდათ  წინასწარ  გამზადებული  ბარათები,  რომლებზეც  მოცემული  იყო  განხილულის მსგავსი  ამოცანები.
      ჯგუფებს  შორის  შეჯიბრი  წარიმართა  ხალისიანად.  დაშვებული  შეცდომების გასწორება განხორციელდა მოსწავლეთა  მონაწილეობით. მოსწავლეთა ინტერესების  გათვალისწინებით  შერჩეული აქტივობები  და  დამხმარე მასალების  გამოყენება საწრეო  მუშაობაში განაპირობებს  აქტიურ ჩართულობას    წრის  მუშაობაში .

















No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"