Saturday, January 13, 2018

მეთორმეტე კლასის დამრიგებლის პორტფოლიო


ტყვირის   საჯარო  სკოლის  ფიზიკა - მათემატიკის მასწავლებელი - ნ. მიგინეიშვილი.
ჩემს   სადამრიგებლო  კლასში   12   მოსწავლე  ირიცხება.  მეექვსე  წელია  რაც  ამ  ბავშვების  კლასის ხელმძღვანელი  ვარ.  შესწავლილი  მაქვს  მათი  ინტერესების  სფერო,  ოჯახური  მდგომარეობა,  აკადემიური  შესაძლებლობები. თბილი  ურთიერთობა  მაქვს  მშობლებთან.  სასწავლო   წლის  დასაწყისში  ვაცნობ  მათ  მოსწავლეთა  ქცევის  წესებს,  სკოლის  შინაგანაწესს,  მშობელთა  უფლება  მოვალეობებს.  ყოველდღიურად  ვადევნებ თვალს  ჩემი  მოსწავლეების  აკადემიურ  წარმატებებს,  რომლითაც  შეგვიძლია  ვიამაყოთ. ვაკონტროლებ  გაკვეთილზე მოსწავლეთა  სტაბილურ  დასწრებას, ვაცნობ  კონკურსების და ოლიმპიადების  შესახებ  ინფორმაციას.  კონტაქტი  მაქვს  მშობლებთან,  საჭიროების  შემთხვევაში ინდივიდუალურად ვხვდები, სადაც განვიხილავთ პრობლემურ  საკითხებს.ვატარებ  ანკეტურ  გამოკითხვას,  როგორც  მშობლებთან,  ისე   ბავშვებთან,  რაც  მეხმარება  კლასთან  მუშაობის  დროს.ვატარებ  მშობელთა  და კლასის კრებებს. ვაანალიზებ  კლასის საქმიანობას და მიღწევებს.  ვატარებ  კლასგარეშე  და სკოლისგარეშე სასწავლო   აღმზრდელობით ღონისძიებებს.  ვაწყობთ  ექსკურსიებს. მონაწილეობას  ვიღებთ ლაშქრობებში,  ფოტოტურებში,  კონფერენციებში,  სასკოლო ოლიმპიადის   I-II-III  ტურში.
მრავალფეროვანია ჩვენი კლასის  საათის  თემატიკა  და  აქტივობები:
·         გამოფენა - ნასწავლი  ტექსტის  საკუთარი  შთაბეჭდილების   გადმოცემა   ფერწერით.
·         მუსიკის  საათი:   ჩემი   საყვარელი  მუსიკალური  ნაწარმოები (მუსიკალური  ნაწარმოების  მოსმენა  მონაწილეთა  შერჩევით)
·         კედლის  გაზეთის  - “დედა  ენა   გამოშვება
·         ჩემი  საყვარელი  წიგნი:    წიგნების  გამოფენა - განხილვა.
·         პოეზიის  საათი:  ჩემი  საყვარელი  ლექსი (ზეპირად  მხატვრულად  წარმოთქმული  მისი  საყვარელი  ლექსი).
·         ჩემი  საყვარელი  ფილმი:  დისკუსია,  ფილმის  განხილვა
·         გამოფენა - ყვავილები,  ცხოველები, ან  ფრინველები,  ბუნების  წიაღში  მიღებული  შთაბეჭდილების მიხედვით  გადაღებული პეიზაჟებისაგან  ფოტო  ესეს  შექმნა.
·         ჩემი  საყვარელი  ყვავილი:  ფოტოსურათი,  მისი  მოვლის  წესი,  სასარგებლო  თვისებები.
·         დისკუსიები  შემდეგ  საკითხებზე:  
„რა  ევალება   მოსწავლეს?“
„მე  და  სამყარო“
„რაც   ბრწყინავს  ოქრო  არ  არის“.
„ფაქტია    თუ  მოსაზრება“
„დროის  ყადრი  დროის  მართვა“.
„მე  რომ  დირექტორი  ვიყო  რას  შევცვლიდი“

„როგორ  გაკვეთილს  ჩავატარებდი    მე  რომ  მასწავლებელი  ვიყო“.



ფრიადოსანი - 3 მოსწავლე: ლასარეიშვილი სოფიკო, ჟღენტი სულიკო და თინათინ მიგინეიშვილი. კლასი მაღალი აკადემიური მოსწრებისაა

No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"