Tuesday, November 12, 2019

პროექტის რეფლექსია


პროექტის რეფლექსია

ტყვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტი თემაზე ,,გეომეტრია და ხუროთმოძღვრება“ მეშვიდე კლასის მოსწავლეთა მიერ. პროექტზე მუშაობა დაიწყო 2019 წლის 28 ოქტომბერს და დასრულდა 7 ნოემბერს.  

პროექტის ჩასატარებლად წინასწარ დაიგეგმა ჩასატარებელი სამუშაოები მოსწავლეებთან ერთად. დავალებები განაწილდა მოსწავლეების ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩაერთო მეშვიდე კლასის ყველა მოსწავლე. პროექტის მომზადებისას მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაციები და ფოტოები ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის შესახებ, ისარგებლეს სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული ენციკლოპედიებით და რესურსებით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ხუროთმოძღვრული ძეგლების მაკეტის დამზადების იდეამ. ამ ინიციატივის განხორციელებისათვის შესრულდა მრავალმხრივი სამუშაო, რომელმაც უზრუნველყო მოსწავლეთა არაერთი უნარისა და ჩვევის განვითარება (კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური) .
კლასი დაიყო ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფს მიეცა დავალება მოეპოვებინა ინფორმაცია ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის შესახებ, გადაეღოთ ფოტოები და მოეხდინათ მოგროვილი ინფორმაცის პრეზენტაცია. მეორე ჯგუფის დავალება იყო დაემზადებინათ ტყვირის ეკლესიის მაკეტი და მასზე გამოსახულ გეომეტრიულ (ბრტყელ და სივრცით) ფიგურებზე გააკეთონ პრეზენტაციები.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა მიიღეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის შესახებ.
პროექტმა მოსწავლეებს დაანახა გეომეტრიული ფიგურების მრავალფეროვნება ქართულ ხუროთმოძღვრებაში. იმის გაცნობიერება , რომ გეომეტრიული ფიგურები მშვენიერების სრულყოფილი ნიმუშებია გაზრდის მოსწავლეებში მატემატიკის საგნისადმი დაინტერესებას.
ვთვლი, რომ პროექტის ჩატარებით მიზანს მივაღწიე. პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებაში, მიღებული ცოდნის ყოფით ცხოვრებაში რეალიზებისათვის, არგუმენტირებული მსჯელობის კრიტიკული აზროვნების და საპრეზენტაციო უნარჩვევების განვითარებაში.
პროექტი დაგეგმილ ვადებში ჩატარდა. პროექტის მსვლელობისას მოხდა ინტეგრირება ხელოვნებასთან ისტორიასთან ისტ-სა და მათემატიკასთან.
მოსწავლეებმა დაამზადეს და წარმოადგინეს პროექტის ამსახველი კედლის გაზეთი, რომელიც განათავსეს ფიზიკა მათემატიკის კაბინეტში. პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს შემატა ახალი ცოდნა და გამოცდილება, მოხდა მათი ინტელექტუალური დონის ამაღლება.
პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბლოგზე. https://nmigineishvili.blogspot.com



No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"