ტყვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტი ფიზიკაში თემაზე:
გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსი - გიორგი ჩიქოვანი. პროექტზე მუშაობა დაიწყო 30 ოქტომბერს და დასრულდა 8 ნოემბერს.
პროექტის
ჩასატარებელი სამუშაოები დაიგეგმა მოსწავლეებთან ერთად. მათი ინტერესების გათვალისწინებით
განაწილდა დავალებები მოსწავლეებს შორის.სახელმძღვანელოებში ძალიან მცირე
მასალა იყო ამ მეცნიერის შესახებ. ინტერნეტის გამოყენებით მოპოვებულ იქნა ინფორმაცია გიორგი ჩიქოვანის ცხოვრებისა
და მოღვაწეობის შესახებ. ლიდერებმა გააკეთეს პრეზენტაციები გიორგი ჩიქოვანის ცხოვრებისა და
მეცნიერული აღმოჩენების შესახებ.მოისმინეს
ამ მეცნიერის ელემენტარული ნაწილაკებისშესწავლის საქმეში განსაკუთრებული წვლილის ამსახველი საინტერესო მასალები.
მოსწავლეებმა შექმნეს ალბომი გიორგი ჩიქოვანის შესახებ , ალბომში განათავსეს ფოტოები : ყინულოვანი ბაზის, რომელიც აიგო
1949-50 წლებში და 1968 წლიდან ამ სადგურს
გიორგი ჩიქოვანის სახელი ეწოდა, მცხეთის
ბირთვული რეაქტორის სტრიმერული კამერის და ცხოვრების ამსახველი ფოტოები. კედლის
გაზეთის შექმნით ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა თითოეული დაინტერესებული პირისთვის, რათა ყველამ
უფრო მეტი ვიცოდეთ გიორგი ჩიქოვანის შესახებ.
მოსწავლეებმა
მიზნად დაისახეს მომდევნო პროექტი თანამედროვე
ფიზიკოსების შესახებ მოგროვილ ინფორმაციაზე ჩაატარონ.
No comments:
Post a Comment