Sunday, March 29, 2020

მეორე დავალება ფიზიკაში მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის


მეორე დავალება ფიზიკაში მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის
პროექტი თემაზე:  შეისწავლეთ მზისა და მთვარის დაბნელება.

მითითება პროექტის შესახებ: მზის მიმართ დედამიწისა და მთვარის მოძრაობის შესწავლისას  გამოიყენეთ  გედენიძის მეცხრე კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს პარაგრაფ  6.2-ში  მოცემული მასალა და გაარკვიეთ, როდის წარმოქმნიან ეს სხეულები ჩრდილს? გამოსახეთ ერთ -ერთის  მიერ წარმოქმნილი ჩრდილი.დაფიქრდით , დასაშვებია თუ არა, ერთის მიერ წარმოქმნილ ჩრდილში აღმოჩნდნენ დანარჩენები? რა მოხდება მაშინ?
 სასურველია შექმნათ მოდელი „მზე- დედამიწა- მთვარე, რომლის მეშვეობითაც დააკვირდებით
მათ მოძრაობას, ნათელ და ბნელ ადგილებს და გამოსახეთ იგი სურათზე.
ამ საკითხის შესასწავლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელმისაწვდომი საინფორმაციო წყარო( ბეჭდვითი, აუდიო ვიზუალური, ინტერნეტი).
პროექტზე მუშაობის ეტაპები:
1.საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
2.კვლევის გეგმის შემუშავება.
3.მოდელირება.
4.ექსპერიმენტის ჩატარება, მონაცემების აღრიცხვა.
5.შედეგის წარმოდგენა.
6.დასკვნები.
7.წერილობითი ანგარიშის მომზადება.
პროექტის შესრულებისთვის გეძლევათ ათი დღე.

No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"