1.პროექტის სახელწოდება: დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივი ფიზიკური
მოვლენები
საგანი- ფიზიკა
მასწავლებლის სახელი და გვარი- ნინო
მიგინეიშვილი
სკოლის დასახელება- სსიპ
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
სკოლის მისამართი- აბაშის
მუნიციპალიტეტი, სოფელი ტყვირი
ტელეფონი- 577623516
პროექტის დაწყების თარიღი: 18 მარტი
პროექტის დამთავრების თარიღი: 22 აპრილი
2.პროექტის მთავარი
იდეა : პროექტის ჩატარებით
აღვნიშნავთ დედამიწის დღეს, რომელიც პირველად აღინიშნა 1970 წელს, სენატორ
ნილსონის მიერ.
3.პროექტის აქტუალობა: ცხოვრებისეულ და
პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ დედამიწაზე მიმდინარე
ბუნებრივი ფიზიკური მოვლენების შესახებ. აიმაღლებენ
ინტელექტს.
4.პროექტის მიზანები:
მოსწავლის შემეცნებითი
ინტერესის, აზროვნების განვითარება. მოსწავლეებმა განავითარონ ინფორმაციის მოძიების,
საკუთარი უნარის წარმოჩენის, კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარება, მოახდინონ
ცოდნის გაღრმავება და ახალი ინფორმაციის შეძენა
5.მონაწილეთა ასაკი: 11-13
წელი
6.ვადები,ხანგრძლივობა: ერთი
თვე
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლის მზადყოფნა
• თვითგანვითარებისა და თვითგამორკვევისათვის;
• იმისათვის, რომ შეძლოს მიზნის დასახვა და გეგმის შედგენა;
• განივითაროს კვლევითი და შემოქმედებითი მუშაობის მოტივაცია;
• განივითაროს ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები;
• აღმოაჩინოს და ჩამოაყალიბოს პრობლემები მასწავლებლის დახმარებით;
• გამოკვეთოს და დაგეგმოს აუცილებელი მოქმედებები;
• შეძლოს შესრულებული სამუშაოს სწორად შეფასება;
• მოიძიოს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან, გააანალიზოს და
განაზოგადოს ისინი,
წარმოადგინოს სხვადასხვა ფორმით;
• ისწავლოს ჯგუფთან შეთანხმებული მუშაობა, საკუთარი მოსაზრების
დასაბუთება;
• განივითაროს მათემატიკურ ტექსტებზე მუშაობის უნარი (ანალიზი,
აუცილებელი
ინფორმაციის ამოკრება);
• ზუსტად და გამართულად გამოხატოს თავისი აზრები შესაბამისი
ტერმინებისა და
სიმბოლოების გამოყენებით.
პროექტის შესრულების გეგმა
I. მოსამზადებელი ეტაპი
1 პროექტის თემის, მიზნებისა და
ამოცანების განსაზღვრა.
3 საუბარი საპროექტო მუშაობის შესახებ.
4 პროექტის სასტარტო პრეზენტაციის
გაცნობა.
5 მშობლების ინფორმირება პროექტში
ბავშვების მონაწილეობის შესახებ.
6 ჯგუფების ჩამოყალიბება მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით.
7 სამუშაო ვადების გაცნობა, კონსულტაციის
ცხრილის შედგენა.
8 საუბარი მოსწავლეებთან ინფორმაციის
ინტერნეტში მოძიების შესახებ,
საავტორო უფლებების შესახებ, უსაფრთხო
მუშაობის შესახებ.
9 მასალების მომზადება პროექტზე მუშაობის
დასაწყებად.
II. ძირითადი ეტაპი
1 ჯგუფის საკვლევი თემის ჩამოყალიბება,
სამუშაო გეგმის განხილვა.
2 თითოეულ ჯგუფში პროექტის რეალიზაციის
გეგმის შედგენა.
3 შეფასების კრიტერიუმებისა და ფორმების
გაცნობა.
4 ინფორმაციის ძიება საკვლევი თემის
ირგვლივ.
5 შერჩევა და ამოხსნა ამოცანებისა
თემაზე: `პროცენტი ჩვენ გარშემო~,
ამოცანების კრებულის შედგენაზე მუშაობა.
6 დამოუკიდებელი მუშაობა ჯგუფებში
დავალებების შესრულებაზე.
7 პრეზენტაციისა და ბუკლეტების
მომზადება.
8 გვერდების შევსება ჯგუფის პროექტის
საიტზე.
9 კონსულტაციები მასწავლებელთან, პროექტის
ხელმძღვანელთან _
მიმდინარე კონტროლი.
დასკვნითი ეტაპი
1 კვლევის შედეგების გაფორმება, ნაშრომის
საიტზე განთავსება, მზადება პროექტის
დაცვისათვის.
2 ერთობლივი პროდუქტის შექმნა
3 პროექტის დაცვა (მოსწავლეთა
კონფერენცია).
4 სამუშაოს შესრულების შედეგების
ანალიზი. ხარისხის შეფასება.
5 შედეგების შეჯამება. რეფლექსია
(რეფლექსიის. ფურცლების შევსება).
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფოტო აპარატი,
მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ენციკლოპედიები და
ფიზიკის 7-8 კლასის სახელმძღვანელოები, ი. გოგებაშვილის "საგანძური", ფორმატის
ქაღალდი, ფერადი ფანქრები, სახაზავი, საშლელი და სხვა საკანცელარიო მასალა .
9.პროექტის მსვლელობა: ჯგუფის დავალებები განაწილდეს შემდეგნაირად:
1.
მოვიძიოთ და
გავითვალისწინოთ ცხოვრებაში გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამები ბუნების შესახებ.
2. წავიკითხოთ იაკობ
გოგებაშვილის საგანძური, რომელშიც გამოყავით და მოკლედ აღწერეთ მისი მოთხრობების
მიხედვით თქვენთვის ნაცნობი ფიზიკური მოვლენები.
3. ინტერნეტის გამოყენებით
თქვენს მიერ შერჩეული ბუნების მოვლენების შესახებ ზუსტი განმარტებები მოძებნეთ.
4. ინტერნეტიდან მოიძიეთ
შესაბამისი ფიზიკური მოვლენების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა.
5. შესაძლებლობის მიხედვით
წარმოადგინეთ თქვენს მიერ დახატული ფიზიკური მოვლენის სურათი.
6. მოამზადეთ მასალები
კედლის გაზეთისთვის, რომელიც მიეძღვნება დედამიწის დღეს.
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მიმართულება: ფიზიკური მოვლენები. ფიზ. საბ.4 ,
ფიზ. საბ. , ფიზ. საბ. 7
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნ.მიგინეიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.migineishvili9@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი nmigineisvili.blogspot.com
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.migineishvili9@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი nmigineisvili.blogspot.com
პროექტის შემაჯამებელი
შეფასება:
შეფასება მოხდება
მოსწავლეთა მიერ თვითშეფასების კითხვარისა და ჩემს მიერ შეფასების სქემის მიხედვით.
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფური თანამშრომლობა
|
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
|
ჯგუფის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა.
|
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფთან
|
არ თანამშრომლობს ჯგუფთან.
|
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
|
ინფორმაციას მოიძიებს სწრაფად და სრულყოფილად
|
ინფორმაციას მოიძიებს სრულყოფილად
|
სრულყოფილად ვერ ახდენს მასალების მოძიებას
|
ვერ მოიძიებს მასალებს.
|
ზეპირი პრეზენტაციისას მსჯელობს საკითხის ირგვლივ.
|
ზეპირ პრეზენტაციას აკეთებს მკაფიოდ, აქრიურად მსჯელობს
საკითხის ირგვლივ.
|
მსჯელობს საკითხის ირგვლივ და პრეზენტაციას აკეთებს
კარგად.
|
უჭირს მსჯელობა საკითხის ირგვლივ და პრეზენტაციის
გაკეთება.
|
არ შეუძლია მსჯელობა საკითხის ირგვლივ და ვერ აკეთებს
პრეზენტაციას.
|
No comments:
Post a Comment