Monday, March 23, 2020


დავალებები ფიზიკაში 9 კლასის მოსწავლეებისათვის: გაკვეთილის თემა-სინათლის გავრცელება

სინათლის წყაროები-ის სურათის შედეგი

დავალებები ფიზიკაში 9 კლასის მოსწავლეებისათვის: გაკვეთილის თემა-სინათლის გავრცელება
პარაგრაფი 6.1და 6.2
უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1.რას შეისწავლის ოპტიკა?
2.დაასახელეთ სინათლის ბუნებრივი წყაროები.
3.დაასახელეთ სინათლის ხელოვნური წყაროები.
4.განსაზღვრეთ სინათლის სხივი.
5.სინათლის წრფივი გავრცელების  კანონი ჩამოაყალიბეთ და ახსენით ჩრდილის წარმოქმნა.
6.რას შეისწავლის გეომეტრიული ოპტიკა?
7.აღწერეთ როდის მიიღება მკვეთრი და  არამკვეთრი ჩრდილი.
შეასრულეთ შემდეგი  საშინაო დავალებები:
1.ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან: ცისარტყელა, მზის დაბნელება, მირაჟი-რომელში ვლინდება სინათლის წრფივი გავრცელება?
2.რა პირობებში მიიღება გაუმჭვირვალე  სხეულის ჩრდილი ნახევარჩრდილის გარეშე? მხოლოდ ნახევარჩრდილი?
3.სინათლის წრფივ გავრცელებას  ამტკიცებს:
ა) ცისარტყელას წარმოშობა
ბ) მზის დაბნელება
გ) მირაჟი
დ) მთვარის დამზერა ღამის ცაზე
4.სინათლის წრფივ  გავრცელებას ამტკიცებს:
ა) ლითონის ფერი
ბ) ელვა
გ )  ჩრდილის წარმოქმნა
დ) მზის კაშკაში
5.მზიან დღეს  ქარხნის მილის ჩრდილის სიგრძეა 30მ,ხოლო ვერტიკალურად დადგმული 1,5მ სიგრძის ჯოხისა კი-2მ. რა სიმაღლისაა მილი?

No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"