სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში 2020 წლის 27 თებერვალს მე-10 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ( ფიზიკა-ქიმია) თემაზე : ,, ელექტროლიზი , ელექტროლიზის გამოყენება"
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში 2020 წლის 27 თებერვალს მე-10 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ( ფიზიკა-ქიმია) თემაზე : ,, ელექტროლიზი , ელექტროლიზის გამოყენება"
ფიზიკის საგნის პედაგოგი - ნინო მიგინეიშვილი
ქიმიის საგნის პედაგოგი -რაჟდენ მიქაძე
გაკვეთილის რეფლექსია
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის საჯარო სკოლაში
2020 წლის 27 თებერვალს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ელექტროლიზი, ელექტროლიზის
გამოყენება“. (ფიზიკა-ქიმია)
ჩვენი გაკვეთილის მიზანია ხელი შეუწყოს და უფრო ხშირად
ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილები, რომელიც მოსწავლეებს აჩვენებს მჭიდრო კავშირს
ქიმიას და ფიზიკას შორის, განუვითარებს მოსწავლეებს ტრანსფერის უნარი.
გაკვეთილი დაიგეგმა ესგეგმასთან შესაბამისობაში. პირველ
აქტივობაში მოგვარდა ორგანიზაციული საკითხები და მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემისა
და მიზნის, შეფასების რუბრიკების გაცნობა.
შესასვლელი
ბილეთებით მოხდა წინარე ცოდნის გააქტიურება, სსსმ მოსწავლისთვის მის საჭიროებაზე მორგებული
განსხვავებული ბილეთი შევადგინე.
აქტივობა 2. მოსწავლეთა პროვოცირება მოვახდინე
ვიზუალური მასალით, ჩავატარე ცდა და ვაჩვენე
ვიდეო ელექტროლიზზე და მის გამოყენებაზე:გამოხდილი წყლისა და სპილენძის სულფატის ელექტროგამტარობის შემოწმება.
ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებს ცდის ცატარების დასკვნების გამოტანის უნარ ჩვევები
განუვითაროთ.უსაფრთხოების წესები კიდევ ერთხელ შევახსენოთ, გავუზარდოთ
მოსწავლეებს მოტივაცია ამ საკითხების საფუძვლიანად და გააზრებულად შესწავლის.ცდის შედეგი:
გამოხდილი წყალი არ ატარებს დენს, ხოლო ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარში გავიდა დენი
და ნათურა აინთო.
ცდის შედეგებზე დაყრდნობით მასწავლებელი
განუმარტავს მოსწავლეებს ელექტროლიზის მოვლენას და ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების
მასის გამოსათვლელ ფორმულას, რომელიც ფარადეის
კანონების სახელწოდებითაა ცნობილი, შემდეგ ქიმიის მასწავლებელმა ისაუბრა ელექტროლიზსა და მის გამოყენებაზე.
ახალი მასალის განმტკიცების მიზნით მეოთხე
აქტივობა ჯგუფური მუშაობა ჩატარდა ამოცანების ამოხსნაზე. ჯგუფებს დაურიგდა განსხვავებული
დავალებები, მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან
დაკავშირება. ჯგუფის ლიდერებმა მოახდინეს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
ორივე პედაგოგმა შეაჯამა გაკვეთილი. ფიზიკის მასწავლებელმა
მოსწავლეებს მისცა საშინაო დავალება, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
ვთვლით,რომ გაკვეთილით გეგმით განსაზღვრულ შედეგს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა შეძლეს და დაინახეს ფიზიკასა და ქიმიას შორის მჭიდრო კავშირი, ერთ საგანში მიღებული ცოდნა მეორე საგნის სწავლისას გამოიყენეს,
ინტეგრაცია კი მათთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
გაკვეთილი კარგად იყო დაგეგმილი და გათვალისწინებული მოსწავლეთა შესაძლებლობები
და ინტერესები. აქტივობები მიზანთან შესაბამისობაში იყო.ცდების პრაქტიკულად ჩატარებამ
და სწორად შერჩეულმა ვიდეო მასალებმა მოსწავლეთა
დაინტერესება გამოიწვია. გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და სახალისო.
ჩვენ, ორივე პედაგოგი ვთვლით, რომ ჩატარებული
ინტეგრირებული გაკვეთილი იყო მეტად ნაყოფიერი, გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა
შესრულდა. მოსწავლეებმა კარგად აითვისეს ახალი მასალა და გამოიყენეს ქიმიაში ნასწავლი
საკითხები.
No comments:
Post a Comment