Sunday, May 24, 2020

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე- ლინზა


დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე- ლინზა
1.      შემკრები ლინზის  მთავარ  ფოკუსზე  გამავალი სხივი  ლინზაში გასვლისას
ა) მიმართულებას არ იცვლის 
ბ)გარდატყდება და  მეორე მთავარ ფოკუსში  გადის.
გ) გარდატყდება და  მთავარი ოპტიკური  ღერძის პარალელური ხდება
დ)აირეკლება  მთავარი  ოპტიკური ღერძის პარალელურად.
სწორი პასუხია:   
2.შემკრები  ლინზის  ოპტიკურ  ცენტრზე  გამავალი   გამავალი სხივი  ლინზაში  გავლისას
ა) მიმართულებას  არ იცვლის
ბ) გარდატყდება და  მეორე მთავარ ფოკუსში გადის
გ) გარდატყდება და  მთავარი  ოპტიკური ღერძის  პარალელური ხდება
დ) აირეკლება  იმავე  მიმართულებით
სწორი პასუხია:  
3.შემკრებ  ლინზას  ეცემა  მთავარი ოპტიკური  ღერძის  პარალელური სხივთა  კონა, მაშინ გარდატეხის  შემდეგ  სხივები შეიკრიბება
ა)  ფოკუსში
ბ)  ორმაგ ფოკუსში
გ)  ოპტიკურ ცენტრში
დ) ფოკალური სიბრტყის ნებისმიერ წერტილში
სწორი პასუხია: 
4.საგანი  მოთავსებულია  შემკრებ ლინზასა და ფოკუსს შორის.  მაშინ  მიღებული გამოსახულება  იქნება
ა)  ნამდვილი, შემცირებული და შებრუნებული.
ბ) ნამდვილი, გადიდებული და შებრუნებული
გ)  წარმოსახვითი,  შემცირებული და პირდაპირი
დ) წარმოსახვითი, გადიდებული და პირდაპირი
სწორი პასუხია: 
5.თხელი  ორმხრივ ამოზნექილი  ლინზა  მოათავსეს  წყალში. მაშინ ეს ლინზა  იქნება
ა)  შემკრები
ბ)  გამბნევი
გ)  არ ცვლის  სხივთა სვლას
დ) ან გამბნევი, ან შემკრები დამოკიდებულია სხივის დაცემის კუთხეზე
სწორი პასუხია: ბ
6. ლინზის ოპტიკური  ძალის ერთეულია 
ა) დიოპტრი
ბ) მეტრი
გ) სანტიმეტრი
დ) განზომილება არა აქვს
  სწორი პასუხი:  
7.გამბნევ  ლინზაში  საგნის გამოსახულება

ა) ნამდვილია
ბ) წარმოსახვითი და გადიდებული
გ) საგნის მდებარეობის მიხედვით , ხან  ნამდვილია, ხან კი -წარმოსახვითი.
დ) წარმოსახვითი და  შემცირებული.
სწორი პასუხია: დ
8.განსაზღვრეთ  იმ  ლინზის  ფოკუსური მანძილი, რომლის  ოპტიკური ძალა  5 დიოპტრის ტოლია
ა) 0,5 მ         ბ)  1მ        გ)  0,2 მ          დ)  1,5 მ
ამოხსნა:  F= 1/D          F =  1/5მ = 0,2 მ  სწორი პასუხია 
9.გამოთვალე  ლინზის ოპტიკური  ძალა , თუ მისი ფოკუსური მანძილია  10სმ.
ა)  2 დპტრ     ბ)   20 დპტრ       გ)  10  დპტრ  დ)   15 დპტრ.
სწორი პასუხია:   10 დპტრ
10.ლინზა, რომლის  ფოკუსური მანძილია  0,1 მ,  ეკრანზე  6-ჯერ  გადიდებულ  გამოსახულებას   იძლევა. მაშინ  მანძილი  გამოსახულებიდან ლინზამდე  იქნება
ა) 0,7მ        ბ)   1,7 მ      გ)  0,2 მ        დ)  0,5 მ
სწორი პასუხია :     

No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"