Monday, October 1, 2018

თავისუფალი გაკვეთილების მე - 9 მეცადინეობა 2018 წლის 20 სექტემბერს ჩატარდა


   თავისუფალი გაკვეთილის თემა :  ლიტერატურა

პროექტი:  რა?   სად?   როდის?
 მიმართულება   ინტელექტუალურ  შემეცნებითი.
ვატარებ  დისკუსიას  ლიტერატურის  შესახებ.  მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვას:  რა  არის  ლიტერატურა?  მოვისმინეთ ერთმანეთისაგან  განსხვავებული  პასუხები:  ლიტერატურა  ადამიანთმცოდნეობაა,   ლიტერატურა  უფრო  ღრმად  წვდება და  აფაქიზებს  ადამიანის  გონებასა  და  სულს,  ვიდრე  ნებისმიერი სხვა  რამ,.....
    რა  იქნებოდა  ცხოვრება  ლიტერატურა  რომ არ  ყოფილიყო?  ადამიანის ყოფა  ჯოჯოხეთს  დაემსგავსებოდა,  აზრს  დაკარგავდა. 
    მოსწავლეები  ასახელებენ  მათთვის  საყვარელ  ლიტერატურულ  ნაწარმოებს  და  მსჯელობენ  მასზე.ვაცნობ  ინტერნეტიდან  მოძიებულ  ინფორმაციას  ლიტერატურის მნიშვნელობისა  და  ლიტერატურის  სახეების შესახებ. მოსწავლეები ჯგუფებში  ამუშავებენ  ლიტერატურის შესახებ  ინფორმაციას.
    ტარდება  შეჯიბრი  ჯგუფებს  შორის  ,  წინასწარ  შედგენილი  კითხვების  გამოყენებით.
      გაკვეთილის  ბოლოს  მოვახდენ  გაკვეთილის  შეფასებას  და  გამოვავლენ  აქტიურ  ჯგუფს.   
     გაკვეთილი  წარიმართა საინტერესოდ  და  ხალისიანად. მოსწავლებმა მიიღეს  ახალი  ინფორმაცია  და  განამტკიცეს  ცოდნა,  რითაც  აიმაღლეს  ინტელექტი.

     გამოყენებული  ლიტერატურა:  
1.  კომპიუტერი  ინტერნეტით
                                                       
2.ი. ივანიძე  4000 კითხვა  4000 პასუხი
                                                          
3.  ყველაფერი  ყველაფერზე   გვ.  325
                                                           
 4.  თ.  აბაშიძე  კითხვარი  მოაზროვნეთათვის

No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"