მეცამეტე მეცადინეობა თემაზე: მუსიკა
ჩატარდა 4 ოქტომბერს.
მეცადინეობის მიზანი:
გაეცნობიან თუ რა შეუძლია მუსიკას, მუსიკალურ ბგერას,
მუსიკის სახეებს, მუსიკის განვითარების ისტორიას.
მეცადინეობაზე გამოყენებული მეთოდები: დისკუსია,
მინი ლექცია , პრეზენტაცია
და შეჯიბრი ჯგუფებს შორის.
მეცადინეობის
მსვლელობა - მოსწავლეები გაეცვნენ მასწავლებლის მიერ ინტერნეტიდან და ენციკლოპედიებიდან მოძიებულ
ინფორმაციას მუსიკის სახეების
და განვითარების შესახებ.მინი ლექციის შემდეგ
მოსწავლეებს შორის დისკუსია აღნიშნულ საკითხზე.მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათთვის საყვარელი მუსიკოსის შესახებ.
დასასრულ,
ჩატარდა ჯგუფებს შორის შეჯიბრი მუსიკის შესახებ შედგენილი კითხვების გამოყენებით.გამოვლინდა
გამარჯვებული ჯგუფი.მეცადინეობამ ხელი შეუწყო
მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებისათვის ხელის შეწყობას.
გამოყენებული
რესურსები:
1. კომპიუტერი ინტერნეტი
2.თ. ივანიძე ტაიმ აუტი 4000 კითხვა
4000 პასუხი
3.ყველაფერი ყველაფერზე
4. თ.აბაშიძე კითხვები მოაზროვნეთათვის.
No comments:
Post a Comment