მეცადინეობა ჩატარდა 27 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს.
თემებზე : მეცნიერება და არქიტექტურა.
თემებზე : მეცნიერება და არქიტექტურა.
პროექტი:
რა? სად? როდის ?
მიმართულება: ინტელექტუალურ-შემეცნებითი.
მეცადინეობის
მიზანი: მოსწავლეებისათვის დამატებითი ახალი ინფორმაციის და რესურსების გაცნობა
და მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა, მათემატიკის ,როგორც, მეცნიერების უნივერსალური
ენის გაცნობა, მათემატიკური და ლოგიკური
აზროვნების განვითარება, წიგნიერების
ამაღლება.
მეცადინეობაზე გამოყენებული
მეთოდები: დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, დამოუკიდებელი მუშაობა, პრეზენტაცია და შეჯიბრი
ჯგუფებს შორის.
სხვადასხვა
სასწავლო სახალისო აქტივობებით და დამხმარე მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით მეცადინეობა სახალისო და
ნაყოფიერი გახდა.მოსწავლეები დიდი ინტერესით
ხსნიდნენ გონების სავარჯიშო
ტესტებს, ტესტები შევარჩიე წიგნიდან- "გააძლიერე გონება."
მოსწავლეთა
ჩატარებული პრეზენტაციები მსოფლიო საოცრებების, უძველესი
ქალაქების და ცათამბჯენების შესახებ ძალიან საინტერესო იყო.
მეცადინეობის დასასრულს ჩატარდა შეჯიბრი ჯგუფებს შორის საუკეთესო ინტელექტუალის
გამოსავლენად.
მეცადინეობა წარიმართა
საინტერესოდ და ხალისიანად.მოსწავლეებმა მიიღეს ახალი ინფორმაცია და აიმაღლეს ინტელექტი.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. კომპიუტერი და ინტერნეტი
2.თ. ივანიძე 4000 კითხვა 4000 პასუხი.
3.თ. აბაშიძე კითხვარი მოაზროვნეთათვის
4. მსოფლიოს საოცრებები
გამომცემლობა კლიო
5.გააძლიერე გონება.
200-ზე მეტი სააზროვნო დავალება.
No comments:
Post a Comment