Friday, October 19, 2018

მეცადინეობა მეთხუთმეტე თემაზე: ტრადიციები ჩატარდა 11 ოქტომბერს.


მეცადინეობა  მეთხუთმეტე თემაზე:   ტრადიციები  ჩატარდა 11 ოქტომბერს.

მეცადინეობის მიზანი:
   გაეცნობიან თაობიდან თაობაზე გადაცემულ ადათებს , წესებს, ყოფაქცევის  ნორმებს,  ტრადიციის მაგალითებს და  მნიშვნელობას.
  მოსწავლეები გაეცნობიან ინტერნეტიდან მოძიებულ საინტერესო ინფორმაციას ტრადიციის შესახებ. გაიმართება დისკუსია ქართული ტრადიციების დადებითი და უარყოფითი სახეების  შესახებ.ქართული ტრდიციები  უძველესი  და მრავალფეროვანია. ყველა კუთხისათვის დამახასიათებელია  განსხვავებული  ადათ წესები.დღემდე შემორჩენილია ტრდიციები, როგორიცაა,  სტუმარ- მასპინძლობის,  ქორწინების, გლოვის  სუფრის და სხვა მრავალი, მაგრამ არის ისეთი ტრადიციებიც რომელიც  დავიწყებას მიეცა.
    ქართველები ასევე გამოირჩევიან ქართული ტრადიციული  სამოსით, სამოსზე გამოსახულ ორნამენტებს თავისი დატვირთვა გააჩნია.
   ქართული ცეკვა  გამოირჩევა თავისი ორიგინალურობით და კარგად  გადმოგვცემს ქართველი ერის ისტორიას.
   ქართველი ერი რწმენის სიმტკიცითაც გამოირჩევა, ამიტომ ბევრია საეკლესიო დღესასწაულები: მაგ.მცხეთობა-სვეტიცხოვლობა,  ალავერდობა, ... მცხეთობამ  მრავალ საუკუნეს  გაუძლო. ასევე მნიშვნელოვანია ღვინის  დაყენების ტრდიციები, რომელსაც ერთგვარი სადღესასწაული რიტუალის ფორმა ჰქონდა. მას ქართულ სუფრაზე დიდი ადგილი ეკავა. ქართული სუფრის ტრადიციებიც მრავალფეროვანია.
   გამოყენებული მეთოდები
მინი ლექცია, დისკუსია,  ჯგუფური მუშაობა დაშეჯიბრი ჯგუფებს შორის.

    გამოყენებული  რესურსები:
 1.  ინტერნეტი    
2..ყველაფერი ყველაფერზე
3. თ.აბაშიძე კითხვები მოაზროვნეთათვის.
4. ფოტოპედია ენციკლოპედია ყოველ გვერდზე.


                                   

No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"