მეთვრამეტე მეცადინეობა
ჩატარდა 18 ოქტომბერს თემაზე: ფაუნა
მეცადინეობის მიზანი: გაეცნობიან საინტერესო და მრავალ
ფეროვან ინფორმაციას ფაუნის შესახებ, ინტელექტის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა.
მეცადინეობის მსვლელობა: ჩატარდა მინი ლექცია ფაუნის
შესახებ, რომელიც ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ტყეებისა და ველების ქალღმერთს, ცხოველთა
ჯოგების მფარველს. ფაუნის შემადგენლობის ისტორიული განვითარებისა და ჩამოყალიბების
შესწავლა ზოოგეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. მოსწავლეებს მივაწოდე ინტერნეტიდან
მოძიებული ინფორმაცია ფაუნის შესახებ. ჯგუფებს
დავურიგე სხვადასხვა ენციკლოპედიები, რომლებშიც მოცემული იყო საინტერესო ინფორმაცია
და ფოტომასალა, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია ამ საკითხის მიმართ.
განსაკუთრებით მოეწონათ სხარტი ფაქტები. ჯგუფის
ლიდერებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.
გამოყენებული მეთოდები:
მინი ლექცია, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, შეჯიბრი
ჯგუფებს შორის და დისკუსია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ტყუილია
თუ მართალი? უცნაური კითხვები, დაუჯერებელი ამბები
2.ფოტოპედია
ენციკლოპედია ყოველ გვერდზე
3.ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი .
4.ყველაფერი ყველაფერზე.
5. საყმაწვილო უნივერსალური ენციკოპედია გამომცემლობა
პალიტრა
მეცხრამეტე მეცადინეობა ჩატარდა 19 ოქტომბერს
კედლის გაზეთის
დამზადება და ფინალური მეცადინეობისათვის საკითხების განხილვა
გაკვეთილის მიზანი: მიღებული ცოდნის განმტკიცება,გამთლიანება
და გამოყენება.
გაკვეთილის მსვლელობა:გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა
მეცადინეობებზე განხილული საკითხებიდან ამოკრიბეს მათთვის საინტერესო კითხვები და განათავსეს
კედლის გაზეთში, რითაც დაინტერესება გამოიწვიეს
სხვა მოსწავლეებში. მინი ლექციით გავაცანი ფინალური შეჯიბრების ჩატარების ინსტუქცია და მივეცი რჩევები თუ როგორ
მოემზადონ ფინალისათვის. ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს ინტელექტის ამაღლებას.
გამოყენებული მეთოდები: გაზეთისათვის წერილების მომზადება
და გაზეთის გაფორმება, მინი ლექცია, დისკუსია.
მეოცე მეცადინეობა ჩატარდა 22 ოქტომბერს ფიზიკის კაბინეტში.
ფინალში მონაწილეობდა თორმეტი მოსწავლე.
ფინალურ შეჯიბრს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში რაჟდენ
მიქაძე. მოსწავლეებმა ფინალურ შეჯიბრში დადებითი
შედეგები აჩვენეს. შეჯიბრი მხიარულ და სასიამოვნო
გარემოში ჩატარდა. ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა, შესაბამისად პირველი ადგილი (33/40)
დაიკავა X კლასის
მოსწავლემ მანანა ეგრისელაშვილმა, მეორე ადგილზე ( 31/40) გავიდა IX კლასის
მოსწავლეგიორგი ეგრისელაშვილი,
ხოლო მესამე ადგილი დაიკავა (30/40) X კლასის
მოსწავლემ სოფო თედორაძემ. პირველ ადგილზე
გასული დასაჩუქრდა ფასიანი საჩუქრით, ხოლო ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით.
No comments:
Post a Comment