Thursday, March 29, 2018

მეექვსე კლასში მათემატიკაში ჩატარებული შიდა შეფასების გაკვეთილის ამსახველი ფოტომასალა




ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის X მეცადინეობა



ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის X მეცადინეობა ჩატარდა 2018წლის 29 მარტს თემაზე: ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხებით.

ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის IX მეცადინეობა


      ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის IX მეცადინეობა ჩატარდა 2018 წლის 22 მარტს თემაზე: შეკრების, გამოკლებისა და გამრავლების შემცველი რიცხვითი და ასოითი გამოსახულებები და მათი გამარტივება.

მიზანი: შეკრების და გამრავლების თვისებების გამოყენება რიცხვითი და   
                 ასოითი გამოსახულებების გამარტივების დროს. 
                 მოსწავლეებმა  განავითარონ  ალგებრული გამოსახულების 
                 შედგენისა და გამარტივების უნარ- ჩვევები მათემატიკური 
                 ამოცანების ამოხსნისას. 

Friday, March 16, 2018

ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის VII - VIII მეცადინეობა


ტყვირის საჯარო სკოლის  "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის VII - VIII მეცადინეობა 

      2018 წლის 1 და  15 მარტს ჩავატარე ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის   "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის VI - VII მეცადინეობა. 
    
 თემაზე : საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნა

ამოცანები შევარჩიე სხვადასხვა ჩატარებული ოლიმპიადებიდან: კინგსის ოლიმპიადიდან და საერთაშორისო მათემატიკური თამაში - კონკურსის კენგურუს ამოცანებიდან. სავარჯიშოების შერჩევისას ვცდილობდი მოსწავლეებისათვის მეჩვენებინა მათემატიკის კავშირი გარე სამყაროსთან და მისი გამოყენების  აუცილებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

    ჩატარებულმა მეცადინეობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და პრობლემის გადაჭრის უნარ - ჩვევების განვითარებაში.
















Saturday, February 24, 2018

ტყვირის საჯარო სკოლის „ნორჩ მათემატიკოსთა“ წრის V- VI მეცადინეობა


                                         წრის V- VI მეცადინეობა

2018 წლის  15 - 22 თებერვალს   ჩატარდა  ტყვირის  საჯარო  სკოლის „ნორჩ მათემატიკოსთა“  წრის  მეხუთე   და  მეექვსე  მეცადინეობა თემებზე:  ამოცანების  ამოხსნა  ნატურალური  რიცხვების  და  წილადების  გამოყენებით.


  მოსწავლეთა  ინტერესების  გათვალისწინებით  სხვადასხვა  მეთოდური ლიტერატურისა  და  სახელმძღვანელოების  გამოყენებით  შერჩეულ  იქნა   ამოცანები  და  სავარჯიშოები,  რომლებიც  განხილულ  იქნა  მეცადინეობაზე.
   მიღებული  ცოდნის  განმტკიცების  მიზნით  მოსწავლეებს  ორ  ვარიანტად  დაურიგდათ  წინასწარ  გამზადებული  ბარათები,  რომლებზეც  მოცემული  იყო  განხილულის მსგავსი  ამოცანები.
      ჯგუფებს  შორის  შეჯიბრი  წარიმართა  ხალისიანად.  დაშვებული  შეცდომების გასწორება განხორციელდა მოსწავლეთა  მონაწილეობით. მოსწავლეთა ინტერესების  გათვალისწინებით  შერჩეული აქტივობები  და  დამხმარე მასალების  გამოყენება საწრეო  მუშაობაში განაპირობებს  აქტიურ ჩართულობას    წრის  მუშაობაში .

















Wednesday, February 14, 2018

Thursday, February 1, 2018

მესამე მეცადინეობა მათემატიკის წრის (2018 წლის 1 თებერვალი)

2018 წლის 1 თებერვალს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეების მათემატიკის "ნორჩი მათემატიკოსების" მესამე მეცადინეობა თემაზე"  "ზომის სხვადასხვა ერთეულები და მათი ერთმანეთთან დაკავშირება"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"