ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის IX მეცადინეობა ჩატარდა 2018 წლის 22 მარტს თემაზე: შეკრების, გამოკლებისა და გამრავლების შემცველი რიცხვითი და ასოითი გამოსახულებები და მათი გამარტივება.
მიზანი: შეკრების და გამრავლების თვისებების გამოყენება რიცხვითი და
ასოითი გამოსახულებების გამარტივების დროს.
მოსწავლეებმა განავითარონ ალგებრული გამოსახულების
შედგენისა და გამარტივების უნარ- ჩვევები მათემატიკური
ამოცანების ამოხსნისას.
მეცადინეობაზე მოსწავლეებმა გაააქტიურეს წინარე ცოდნა კითხვა - პასუხებით.
ჩატარდა შეჯიბრი ჯგუფებს შორის, რომლის დროსაც ამოხსნეს სავარჯიშოები რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების გამარტივებაზე. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფის ლიდერებმა გააკეთეს შესრულებული დავალებების პრეზენტაცია.
მეცადინეობა ხალისიანად ჩატარდა . მან ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას. ამ შემთხვევაში ბავშვი თავის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით სხვა ბავშვებთან ერთად აანალიზებს და აყალიბებს მოსაზრებებს, ეუფლება პრაქტიკულ უნარ -ჩვევებს.
No comments:
Post a Comment