Saturday, September 8, 2018

თავისუფალი გაკვეთილების ამსახველი მასალა 2018


1 მეცადინეობა  11.05.2018  - თემა : შესავალი და ინტელექტის სახეები

პროექტი:  რა?  სად ?   როდის?

მიმართულება:  ინტელექტუალურ -  შემეცნებითი



Tuesday, June 12, 2018

მათემატიკის წრის რეფლექსია



 წრის  ბოლო მეცადინეობაზე  გავიხსენეთ და შევაჯამეთ  წრის მეცადინეობებზე განხილული საკითხები.  ჩატარდა შეჯიბრი  მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს  შორის  ბლიც შეკითხვებით.წარმატებული მოსწავლეები  დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სერთიფიკატებით. მოეწყო ფოტო გამოფენა და  გამოუშვეს კედლის გაზეთი.
     მეცადინოებისას გამოყენებული  მეთოდებია:  მინი ლექცია,  დისკუსია,  სავარჯიშოების ამოხსნა,  კითხვა-  პასუხი,  ტექსტზე  მუშაობა,  პრეზენტაცია.
    მოსწავლეებმა  წარმოადგინეს მათ მიერ  დამზადებული  ბრტყელი და სივრცითი გეომეტრიული ფიგურების მოდელები და მათი შლილები,  დაახასიათეს თითოეული მათგანი.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სწავლა კეთებით,  როდესაც თვითონ დაამზადეს  გეომეტრიული ფიგურების მოდელები და  მათი შლილები.
     ყოველი მეცადინეობის ჩატარების  დროს  ვცდილობდი არ დამევიწყებინა  ბლეზ პასკალის  სიტყვები:  „მათემატიკის  საგანი  იმდენად  სერიოზულია,  რომ  ხელიდან არ  უნდა  გავუშვათ  შესაძლებლობა,  იგი ოდნავ  სახალისო  გავხადოთ.“
  მოსწავლეებმა  მოიძიეს   ინტერნეტიდან  და  ენციკლოპედიებიდან  ინფორმაცია  მათემატიკის წარმოშობის და  განვითარების  შესახებ.
მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამოცანების ამოხსნაში,  წაიკითხეს  გამონათქვამები  მათემატიკის შესახებ,  სახალისო  ამოცანები  რიცხვებზე და  მხიარული  ლექსები,  ზღაპარი  ნულზე  და  გამოჩენილ მათემატიკოსთა  ბიოგრაფიული ცნობები.
წრის მეცადინეობებზე  მიღებული  ცოდნით  მოსწავლეებმა  გაიღრმავეს  წინარე ცოდნა ,  განუვითარდათ მსჯელობის,  კომუნიკაციის,  თანამშრომლობის,  ლოგიკური  დასკვნების  გამოტანის  უნარ- ჩვევები.
    კომპიუტერული  ტექნოლოგიების  და  დამხმარე  მეთოდური  ლიტერატურის გამოყენებამ  საწრეო  მუშაობაში  ხელი  შეუწყო  მათემატიკისადმი ინტერესის  გაზრდასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
  წრის მეცადინეობამ  კიდევ  უფრო  მომცა  საშუალება  კარგად  დავანახო  მოსწავლეებს  მათემატიკის    კავშირი   გარე  სამყაროსთან  და  მისი  გამოყენების  აუცილებლობა  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.  მოსწავლემ  უნდა  გააცნობიეროს,  რომ არ  არსებობს  სფერო,  რომელიც  მათემატიკასთან  არ  იყოს  დაკავშირებული.
      მეცადინეობები  წარიმართა  ხალისიანად, ვფიქრობ,  . ჩანაფიქრმა  გაამართლა, გაზარდა  მოსწავლეთა  მოტივაცია.
     წრის  წევრებისთვის  დიფერენცირებულად,  მათი  ძლიერი და  სუსტი მხარეების  გათვალისწინებით  შევადგენ  საზაფხულო  არდადეგებისთვის დავალებებს.
      წრის  მუშაობაში  ცვლილებები არ შემიტანია,  დაგეგმილი  ყველა  აქტივობა  გამოვიყენე.
   მომავალში  გავითვალისწინებ   წრის მუშაობის   დაგეგმვისას  გასვლით  გაკვეთილს,  რომელიც  მოსწავლეთა  ცნობიერების ასამაღლებლად  და  მომავალი    ცხოვრებისათვის  მოსამზადებლად  ძალიან  მნიშვნელოვანია.

Saturday, June 9, 2018

მშობლების და მოსწავლეების გამოკითხვის ანკეტა

                           მშობლების და მოსწავლეების გამოკითხვის ანკეტა:
სახელი/გვარი:
პოზიცია                              მშობელი/მოსწავლე
 

   1. რა ნიშნით შეაფასებდით წრის ხელმძღვანელის მუშაობას საწრეო საქმიანობაში?

                        1     2      3     4    5     6     7     8     9    10

  2. რა  ნიშნით შეაფასებდით წრის მუშაობას?

                        1     2      3     4    5     6     7     8     9    10

3. რამდენად შეესაბამებოდა წრის შეხვედრებზე განხილული თემები მოსწავლეების ინტერესებს?




4. რამდენად დროულად იყო ხელმისაწვდომი წრის შესახებ ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისათვის?


5. თქვენი აზრით, საწრეო მუშაობა გაუღრმავა ცოდნა თუ არა მათემატიკაში წრის წევრებს?



6. იყო თუ არა საწრეო საქმიანობა მრავალფეროვანი და საინტერესო?


7. რას შეცვლიდით წრის მუშაობაში?


8. გსურთ თუ არა წრემ გააგრძელოს ფუნქციონირება?


9. რა მოგეწონათ წრის მუშაობაში ყველაზე მეტად?


10. როგორი გარემო იყო საწრეო მუშაობის პროცესში?

2018 წლის 5ივნისს ჩატარდა წრის შემაჯამებელი მეოცე მეცადინეობა


2018 წლის   5ივნისს ჩატარდა  წრის შემაჯამებელი  მეოცე მეცადინეობა. მეცადინეობას  ესწრებოდა  წრის ყველა წევრი,  მეშვიდე და მერვე  კლასის  მოსწავლეები და  მასწავლებლები.
     წრის მეცადინეობაზე  გავიხსენეთ და შევაჯამეთ  წრის მეცადინეობებზე განხილული საკითხები.  ჩატარდა შეჯიბრი  მეხუთე და მეექვსე კლასს შორის  ბლიც შეკითხვებით.წარმატებული მოსწავლეები  დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სერთიფიკატებით. მოეწყო ფოტო გამოფენა  და  გამოუშვეს კედლის გაზეთი.
     მეცადინოებისას გამოყენებული  მეთოდებია:  მინი ლექცია,  დისკუსია,  სავარჯიშოების ამოხსნა,  კითხვა-  პასუხი,  ტექსტზე  მუშაობა,  პრეზენტაცია.
    მოსწავლეებმა  წარმოადგინეს მათ მიერ  დამზადებული  ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურების მოდელები და მათი შლილები,  დაახასიათეს თითოეული მათგანი.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სწავლა კეთებით,  როდესაც თვითონ დაამზადეს  გეომეტრიული ფიგურების მოდელები და  მათი შლილები.
     ყოველი მეცადინეობის ჩატარების  დროს  ვცდილობდი არ დამევიწყებინა  ბლეზ პასკალის  სიტყვები:  „მათემატიკის  საგანი  იმდენად  სერიოზულია,  რომ  ხელიდან არ  უნდა  გავუშვათ  შესაძლებლობა,  იგი ოდნავ  სახალისო  გავხადოთ.“
  მოსწავლეებმა  მოიძიეს   ინტერნეტიდან  და  ენციკლოპედიებიდან  ინფორმაცია  მათემატიკის წარმოშობის და  განვითარების  შესახებ.
მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამოცანების ამოხსნაში,  წაიკითხეს  გამონათქვამები  მათემატიკის შესახებ,  სახალისო  ამოცანები  რიცხვებზე და  მხიარული  ლექსები,  ზღაპარი  ნულზე  და  გამოჩენილ მათემატიკოსთა  ბიოგრაფიული ცნობები.
წრის მეცადინეობებზე  მიღებული  ცოდნით  მოსწავლეებმა  გაიღრმავეს  წინარე ცოდნა ,  განუვითარდათ მსჯელობის,  კომუნიკაციის,  თანამშრომლობის,  ლოგიკური  დასკვნების  გამოტანის  უნარ- ჩვევები.
    კომპიუტერული  ტექნოლოგიების  და  დამხმარე  მეთოდური  ლიტერატურის გამოყენებამ  საწრეო  მუშაობაში  ხელი  შეუწყო  მათემატიკისადმი ინტერესის  გაზრდას.
  წრის მეცადინეობამ  კიდევ  უფრო  მომცა  საშუალება  კარგად  დავანახო  მოსწავლეებს  მათემატიკის    კავშირი   გარე  სამყაროსთან  და  მისი  გამოყენების  აუცილებლობა  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.  მოსწავლემ  უნდა  გააცნობიეროს,  რომ არ  არსებობს  სფერო,  რომელიც  მათემატიკასთან  არ  იყოს  დაკავშირებული.
      მეცადინეობები  წარიმართა  ხალისიანად, ვფიქრობ,  . ჩანაფიქრმა  გაამართლა, გაზარდა  მოსწავლეთა  მოტივაცია.
     წრის  წევრებისთვის  დიფერენცირებულად,  მათი  ძლიერი და  სუსტი მხარეების  გათვალისწინებით  შევადგენ  საზაფხულო  არდადეგებისთვის დავალებებს.








Monday, May 21, 2018

2018წლის 8 და 10 მაისს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის მეთვრამეტე და მეცხრამეტე მეცადინეობა.



       2018წლის  8 და   10 მაისს ჩატარდა  ტყვირის საჯარო  სკოლის "ნორჩ  მათემატიკოსთა" წრის მეთვრამეტე და  მეცხრამეტე  მეცადინეობა.
თემებზე: განტოლება,  ამოცანების ამოხსნა განტოლების გამოყენებით და ამოცანები   ალბათობაზე.
        მეცადინეობას არ ესწრებოდა  ორი წევრი ავადმყოფობის გამო.
     მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუთხრო  დიოფანტეს და  სხვადასხვა ტიპის განტოლებების შესახებ, მოიყვანა ამოცანა  "ვეფხისტყაოსნიდან" და ამოხსნა  განტოლების შედგენით.
    წინასწარ შერჩეული ალბათობაზე მარტივი ამოცანის ამოხსნის მეთოდები იქნა განხილული წრის მეცადინეობაზე.
    მოსწავლეებმა შემაჯამებელი სამუშაოს  ძირითადი საკითხები შეარჩიეს მათი ინტერესებიდან და  საჭიროებიდან  გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება გამოუშვან  კედლის გაზეთი, რომელშიც ასახავენ  მეცადინეობის ამსახველ  მასალას. მოხდა დავალებების განაწილება  წრის წევრებს შორის.
ჩატარებულმა მეცადინეობებმა მათემატიკის მიმართ მოსწავლეების  სიყვარული  გააძლიერა,  ხელი შეუწყო ნასწავლი მასალის გაღრმავებას, ლოგიკური და  მათემატიკური  აზროვნების განვითარებას.








2018 წლის 1 და 3 მაისს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის "ნორჩი მათემატიკოსები" მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე მეცადინეობები


2018 წლის  1 და  3 მაისს  ჩატარდა  ტყვირის  საჯარო სკოლის  მათემატიკის  წრის  "ნორჩი მათემატიკოსები"  მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე  მეცადინეობები  
თემებზე:  საუბარი გეომეტრიის შესახებ,  გამონათქვამები მათემატიკაზე,  ლოგიკური და სახალისო  ამოცანების  ამოხსნა.
მეცადინეობას  ესწრებოდა  წრის  ყველა  წევრი.
მეცადინეობისათვის  წინასწარ  მოვამზადე  რესურსები  შემეცნებითი  სამეცნიერო ენციკლოპედიებიდან  და ინტერნეტიდან.მოსწავლეებმა  მოისმინეს  მინი ლექცია  გეომეტრიის წარმოშობის  და  განვითარების  შესახებ,  მოსწავლეებმა  წაიკითხეს გამოჩენილ ადამიანთა  გამონათქვამები  მათემატიკის შესახებ,  ამოხსნეს  სხვადასხვა  კრებულებიდან  შერჩეული ლოგიკური ამოცანები.
განსაკუთრებული ინტერესი  გამოიწვია  სახალისო ამოცანებმა. მოსწავლეებს შევთავაზე განსხვავებული ტიპის  და  სირთულის  სახალისო  და საინტერესო ამოცანები.
მეცადინეობის  დასასრულს  მოსწავლეების  ორი  ჯგუფი  შეეჯიბრა  ერთმანეთს,  რამაც  მეცადინეობა  უფრო  ხალისიანი გახადა.მოსწავლეებმა  მათთვის საინტერესო  ამოცანები  შეარჩიეს  შემაჯამებელი  მეცადინეობისათვის.
 კომპიუტერული  ტექნოლოგიების  და  დამხმარე  მასალების გამოყენებამ  საწრეო მუშაობა უფრო საინტერესო  გახადა.







Wednesday, May 2, 2018

ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის "ნორჩი მათემატიკოსები" XIV - XV მეცადინეობები

2018 წლის 24 - 26 აპრილს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის  "ნორჩი მათემატიკოსები"  XIV - XV  მეცადინეობები თემაზე: ამოცანების ამოხსნა სივრცით ფიგურებზე და პრაქტიკული სამუშაო ბრტყელ და სივრცითი ფიგურების დამზადება.

მიზანი: მოსწავლეებიი გაეცნონ სივრცითი და ბრტყელი ფიგურების სახეობებს, განივითარონ მათი მოდელების დამზადების, დაკვირვების, შედარების ანალოგიის მიხედვით მსჯელობის  უნარ - ჩვევები.

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"