2018 წლის 1 და 3 მაისს
ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის
მათემატიკის წრის "ნორჩი მათემატიკოსები" მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე მეცადინეობები
თემებზე: საუბარი გეომეტრიის შესახებ, გამონათქვამები მათემატიკაზე, ლოგიკური და სახალისო ამოცანების
ამოხსნა.
მეცადინეობას
ესწრებოდა წრის ყველა წევრი.
მეცადინეობისათვის
წინასწარ მოვამზადე რესურსები
შემეცნებითი სამეცნიერო ენციკლოპედიებიდან და ინტერნეტიდან.მოსწავლეებმა მოისმინეს
მინი ლექცია გეომეტრიის წარმოშობის და განვითარების შესახებ,
მოსწავლეებმა წაიკითხეს გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამები მათემატიკის შესახებ, ამოხსნეს
სხვადასხვა კრებულებიდან შერჩეული ლოგიკური ამოცანები.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია
სახალისო ამოცანებმა. მოსწავლეებს შევთავაზე განსხვავებული ტიპის და სირთულის სახალისო
და საინტერესო ამოცანები.
მეცადინეობის
დასასრულს მოსწავლეების ორი ჯგუფი შეეჯიბრა
ერთმანეთს, რამაც მეცადინეობა
უფრო ხალისიანი გახადა.მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ამოცანები
შეარჩიეს შემაჯამებელი მეცადინეობისათვის.
კომპიუტერული ტექნოლოგიების
და დამხმარე მასალების გამოყენებამ საწრეო მუშაობა უფრო საინტერესო გახადა.
No comments:
Post a Comment