წრის ბოლო მეცადინეობაზე გავიხსენეთ და შევაჯამეთ წრის მეცადინეობებზე განხილული საკითხები. ჩატარდა შეჯიბრი მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის ბლიც შეკითხვებით.წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სერთიფიკატებით. მოეწყო
ფოტო გამოფენა და გამოუშვეს კედლის გაზეთი.
მეცადინოებისას
გამოყენებული მეთოდებია: მინი ლექცია,
დისკუსია, სავარჯიშოების ამოხსნა, კითხვა-
პასუხი, ტექსტზე მუშაობა,
პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული
ბრტყელი და სივრცითი გეომეტრიული ფიგურების მოდელები და მათი შლილები, დაახასიათეს თითოეული მათგანი.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სწავლა კეთებით, როდესაც თვითონ დაამზადეს გეომეტრიული ფიგურების მოდელები და მათი შლილები.
ყოველი
მეცადინეობის ჩატარების დროს ვცდილობდი არ დამევიწყებინა ბლეზ პასკალის
სიტყვები: „მათემატიკის საგანი
იმდენად სერიოზულია, რომ ხელიდან
არ უნდა
გავუშვათ შესაძლებლობა, იგი ოდნავ
სახალისო გავხადოთ.“
მოსწავლეებმა მოიძიეს
ინტერნეტიდან და ენციკლოპედიებიდან ინფორმაცია
მათემატიკის წარმოშობის და განვითარების შესახებ.
მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამოცანების ამოხსნაში, წაიკითხეს
გამონათქვამები მათემატიკის შესახებ, სახალისო
ამოცანები რიცხვებზე და მხიარული
ლექსები, ზღაპარი ნულზე და გამოჩენილ მათემატიკოსთა ბიოგრაფიული ცნობები.
წრის მეცადინეობებზე მიღებული
ცოდნით მოსწავლეებმა გაიღრმავეს
წინარე ცოდნა , განუვითარდათ მსჯელობის, კომუნიკაციის,
თანამშრომლობის, ლოგიკური დასკვნების
გამოტანის უნარ- ჩვევები.
კომპიუტერული ტექნოლოგიების
და დამხმარე მეთოდური
ლიტერატურის გამოყენებამ საწრეო მუშაობაში
ხელი შეუწყო მათემატიკისადმი ინტერესის გაზრდასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
წრის მეცადინეობამ კიდევ უფრო მომცა საშუალება კარგად
დავანახო მოსწავლეებს მათემატიკის
კავშირი გარე სამყაროსთან
და მისი გამოყენების
აუცილებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს,
რომ არ არსებობს სფერო,
რომელიც მათემატიკასთან არ იყოს
დაკავშირებული.
მეცადინეობები წარიმართა
ხალისიანად, ვფიქრობ, . ჩანაფიქრმა გაამართლა, გაზარდა მოსწავლეთა
მოტივაცია.
წრის წევრებისთვის
დიფერენცირებულად, მათი ძლიერი და
სუსტი მხარეების გათვალისწინებით შევადგენ
საზაფხულო არდადეგებისთვის დავალებებს.
წრის მუშაობაში
ცვლილებები არ შემიტანია, დაგეგმილი ყველა აქტივობა გამოვიყენე.
მომავალში გავითვალისწინებ წრის მუშაობის დაგეგმვისას
გასვლით გაკვეთილს, რომელიც
მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და მომავალი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად
ძალიან მნიშვნელოვანია.
No comments:
Post a Comment