Saturday, September 8, 2018

თავისუფალი გაკვეთილების ამსახველი მასალა 2018


1 მეცადინეობა  11.05.2018  - თემა : შესავალი და ინტელექტის სახეები

პროექტი:  რა?  სად ?   როდის?

მიმართულება:  ინტელექტუალურ -  შემეცნებითი





     2018 წლის  11 მაისს ჩატარდა  პროექტით  გათვალისწინებული  პირველი  მეცადინეობა. მეცადინეობას  ესწრებოდა  წრის ყველა  წევრი
    მეცადინეობაზე  მოსწავლეთა ინტერესების  გათვალისწინებით  მოხდა  სასურველი  თემების  შერჩევა  და  მასთან  დაკავშირებული  აქტივობების  დაგეგმვა. 
  მეცადინეობის  მიზანი:  კეთილგანწყობილი   და   სასიამოვნო  გარემოს  შექმნა,   მოსწავლე-ახალგაზრდობაში  წიგნიერებისა  და  ცოდნის  წახალისება,  სკოლის  მოსწავლეთა  ინტელექტუალური  დონის ამაღლებისათვის  ხელის  შეწყობა.
     ჩატარდა  მინი  ლექცია  თემაზე:რა  არის  ინტელექტი?  მოსწავლეები  გაეცვნენ  კურსის  შესავალს  და  ინტერნეტიდან  მოძიებულ   ინფორმაციას  ინტელექტის  და  მისი  სახეების  შესახებ.
     მოსწავლეებმა  ისაუბრეს  მათთვის  საინტერესო  თემების  შესახებ  და   შეარჩიეს  მეცადინეობაზე  განსახილველი  მათ  საჭიროებაზე  მორგებული  საკითხები.
   მეცადინეობის  მსვლელობისას  გამოყენებული  იყო  შემდეგი  მეთოდები:  მინი  ლექცია,  კითხვა - პასუხი,  შეჯიბრი  ჯგუფებს  შორის.მოსწავლეებმა  დრო  ხალისიანად   გატარეს,  განივითარეს  სააზროვნო  უნარები  და  აიმაღლეს  ზოგადი  განათლების  დონე.
    დასასრულ,  მეცადინეობა  შეაჯამა  მასწავლებელმა  და  წრის  წევრებს  გააცნო  მომდევნო  მეცადინეობაზე  განსახილველი   საკითხები,  მიზნები  და  ამოცანები.



გამოყენებული  რესურსები: 
  1.  ინტერნეტი
  2. თ. ივანიძე   ტაიმ-აუტი  4000 კითხვა-4000 პასუხი
  3. თ.   აბაშიძე   კითხვარები  მოაზროვნეთათვის
  4. საყმაწვილო  უნივერსალური  ენციკლოპედია




              2 მეცადინეობა  15.05.2018  - თემა : კინო


პროექტი:  რა ?    სად  ?     როდის?
მიმართულება  ინტელექტუალურ - შემეცნებითი.
2018  წლის   15  მაისს  ჩატარდა  პროექტით  გათვალისწინებული  მეორე  მეცადინეობა  თემაზე: კინო.
მეცადინეობის მიზანი:მოსწავლეთა  ინტელექტუალური დონის ამაღლებისათვის  ხელის შეწყობა,  მოსწავლეთა  წიგნიერების  და ცოდნის წახალისება.

მეცადინეობის მსვლელობა:

   მოსწავლეებმა  ისუბრეს  საყვარელი  ფილმისა  და  საყვარელი  მსახიობების შესახებ.თითოეული ჯგუფი  ასახელებს  საყვარელ  ფილმს  და  მსახიობს და  ლიდერები  არგუმენტირებულად   ასაბუთებენ თუ რატომ  მოსწონთ  ესა  თუ ის  ფილმი და  მსახიობი.
   მოსწავლეები  გაეცვნენ  მასწავლებლის  მიერ  ინტერნეტიდან  და ენციკლოპედიიდან  მოძიებულ  მასალას  კინოს  წარმოშობის და  განვითარების შესახებ.

  მეცადინეობაზე  გამოყენებული  მეთოდებია:   დისკუსია,   მინი  ლექცია,  არგუმენტირებული მსჯელობა,  პრეზენტაცია  და  შეჯიბრი  ჯგუფებს  შორის.
    დასასრულ,  ჯგუფებს  შორის  ჩატარდა  შეჯიბრი  მეცადინეობაზე  განხილულ თემაზე და  გამოვლინდა  გამარჯვებული  გუნდი.
     მეცადინეობა  მოსწავლეთათვის   შემოქმედებითი  და  სახალისო  იყო.  მან  ხელი შეუწყო მოსწავლეთა  ინტელექტუალური  დონის  ამაღლებას.




გამოყენებული  რესურსები:   

  1. კომპიუტერი  ინტერნეტით
  2. თ. ივანიძე   ტაიმ-აუტი  4000 კითხვა-4000 პასუხი
  3. თ.   აბაშიძე   კითხვარები  მოაზროვნეთათვის
  4. საყმაწვილო  უნივერსალური  ენციკლოპედია.








3 მეცადინეობა 18.05.2018  - თემა : თეატრი

პროექტი:  რა ?    სად  ?     როდის?


მიმართულება  ინტელექტუალურ - შემეცნებითი.
2018  წლის  18   მაისს  ჩატარდა  პროექტით  გათვალისწინებული  მესამე მეცადინეობა  თემაზე: თეატრი
მეცადინეობის მიზანი:მოსწავლეთა  ინტელექტუალური დონის ამაღლებისათვის  ხელის შეწყობა,  მოსწავლეთა  წიგნიერების  და ცოდნის წახალისება და გაიღრმავება.
მეცადინეობის მსვლელობა:
   მოსწავლეები  საუბრობენ   საყვარელი სპექტაკლისა   და  საყვარელი  მსახიობების შესახებ. გადმოსცემენ მათ შეხედულებებს და შთაბეჭდილებებს, არგუმენტირებულად ასაბუთებენ რატომ მოსწონთ და უყვართ ეს მსახიობები, რითი გამოარჩევენ მათ სხვებისაგან.  
  მეცადინეობაზე  გამოყენებული  მეთოდებია:   დისკუსია,   არგუმენტირებული მსჯელობა,  მინი  ლექცია,  პრეზენტაცია  და  შეჯიბრი  ჯგუფებს  შორის.
    მოსწავლეები თვითონ მოიძიებენ ინფორმაციას თეატრის მსახიობების შესახებ და მოამზადებენ კითხვებს მოწინააღმდეგე ჯგუფებისათვის. ჩატარდა შეჯიბრი გუნდებს შორის  მეცადინეობაზე  განხილულ თემაზე და  გამოვლინდა  გამარჯვებული  გუნდი.
 მასწავლებელმა შეაჯამა ჩატარებული მეცადინეობა და მოსწავლეებს გააცნო მომდევნო    მეცადინეობის მიზნები და ამოცანები.

გამოყენებული  რესურსები:   
  1. ინტერნეტი
  2. თ. ივანიძე   ტაიმ-აუტი  4000 კითხვა-4000 პასუხი
  3. თ.   აბაშიძე   კითხვარები  მოაზროვნეთათვის
  4. საყმაწვილო  უნივერსალური  ენციკლოპედია
  5. ყველაფერი ყველაფერზე



4 მეცადინეობა 22.05.2018  - თემა : სახვითი ხელოვნება

მიზანიმოსწავლეები  გაეცნობიან ცნობილი ქანდაკებების და ფერწერული  ტილოების ისტორიას. ნახავენ მათ ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის  და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობამოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშისმეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი ქანდაკებებისა და ფერწერული ტილოებისა და მათი ავტორების შესახებგაეცნობიან შემეცნებით და მეცნიერების  ენციკლობედიას. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით.  ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.
შედეგიმოსწავლეები გაეცნენ ქანდაკებების და ფერწერული ტილოების ისტორიას. ნახეს მათი ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გამოყენებული  რესურსები:   

  1. ინტერნეტი
  2. თ. ივანიძე   ტაიმ-აუტი  4000 კითხვა-4000 პასუხი
  3. თ.   აბაშიძე   კითხვარები  მოაზროვნეთათვის
  4. საყმაწვილო  უნივერსალური  ენციკლოპედია
  5. შემეცნებითი ენციკლოპედია
  6. მეცნიერების ენციკლოპედია




5 მეცადინეობა 25.05.2018  - თემა : ვიზუალური ხელოვნება


მიზანი: მოსწავლეები  გაეცნობიან ცნობილი კოშკებსა  და არქიტექტურული ნაგებობებს.  ნახავენ მათ ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალს და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას, დისკუსიის,  მსჯელობის  და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს კითხვა- პასუხის  მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ვიზუალური ხელოვნების  შესახებ. გაეცნობიან ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებს შემეცნებით და მეცნიერების  ენციკლობედის გამოყენებით აგრეთვე მოიძიებენ ინტერნეტით. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით.  
ნახავენ ვიდეოებს:  თანამედროვე  ვიზუალური ხელოვნება-მარიამ ფირცხალავას სიუჟეტი და  რა  არის თანამედროვე ხელოვნება.
შედეგი:მოსწავლეები  გაეცნობიან ცნობილი კოშკებსა  და არქიტექტურული ნაგებობებს. ნახეს მათი ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

გამოყენებული  რესურსები:   

  1. ინტერნეტი
  2. თ. ივანიძე   ტაიმ-აუტი  4000 კითხვა-4000 პასუხი
  3. თ.   აბაშიძე   კითხვარები  მოაზროვნეთათვის
  4. საყმაწვილო  უნივერსალური  ენციკლოპედია
  5. შემეცნებითი ენციკლოპედია
  6. მეცნიერების ენციკლოპედია


6 მეცადინეობა 29.05.2018 - თემა : საქართველოს ისტორია


მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობისა, ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ მეფეებსა და მათ რეფორმებს; გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ ჯგუფურად ,,ჯიგსოუს“ მეთოდით. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. 
      შემდეგ ჩატარდება ჯგუფებს შორის შეჯიბრი კითხვებით და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. განუმტკიცდათ ახალი და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.


გამოყენებული  რესურსები:   
  1. ინტერნეტი
  2. თ. ივანიძე   ტაიმ-აუტი  4000 კითხვა-4000 პასუხი
  3. თ.   აბაშიძე   კითხვარები  მოაზროვნეთათვის
  4. საყმაწვილო  უნივერსალური  ენციკლოპედია
  5. შემეცნებითი ენციკლოპედია
  6. მეცნიერების ენციკლოპედია
  7. ყველაფერი ყველაფერზე









7 მეცადინეობა 05.06.2018  - თემა : ისტორია
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან  მსოფლიოს გამოჩენილი ისტორიული მოღვაწეების შ ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობისა და  ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

გაკვეთილის მსვლელობა:
მოისმინეს  მასწავლებლის  მინი  ლექცია  ისტორიული  ფაქტებისა  და  მსოფლიო ისტორიის  შესახებ.მიიღეს  ინფორმაცია  გამოჩენილი ისტორიული მოღვაწეების  შესახებ. მან მოსწავლეებს  დაურიგა  წინასწარ  მომზადებული  საკითხავი  მასალა  ისტორიის შესახებ   და  სხვადასხვა  სახის   ილუსტრირებული  მეთოდური   ლიტერატურა.  მოსწავლეებმა  იმუშავეს  ჯგუფებში,  დაამუშავეს  და  გაეცნენ  საინტერესო  ინფორმაციას,  უპასუხეს  მასწავლებლის  მიერ  დასმულ  კითხვებს.  შეადგინეს  და  შეავსეს  კროსვორდები    ნასწავლი  და  მიღებული ინფორმაციის  გამოყენებით.მოსწავლეებმა  გამოთქვეს  საკუთარი  აზრი.  გაკვეთილი  ხალისიანად  წარიმართა.


შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიოს გამოჩენილი ისტორიული მოღვაწეების  ცხოვრებისა  და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. განუმტკიცდათ ახალი და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.


გამოყენებული  რესურსები: 
  1. ინტერნეტი
  2. თ. ივანიძე   ტაიმ-აუტი  4000 კითხვა-4000 პასუხი
  3. თ.   აბაშიძე   კითხვარები  მოაზროვნეთათვის
  4. საყმაწვილო  უნივერსალური  ენციკლოპედია
  5. შემეცნებითი ენციკლოპედია  
  6. საბავშვო ენციკლოპედია გვ.58
  7. ყველაფერი ყველაფერზე გვ.65
  8. ტყუილია თუ მართალი?უცნაური კითხვები დაუჯერებელი ამბები- გვ. 158





No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"