2019 წლის 3 ივნისს ჩატარდა ტყვირის საშუალო სკოლის მათემატიკის წრის "ნორჩი მათემატიკოსების" შემაჯამებელი მეცადინეობა, მეცადინეობას ესწრებოდა წრის ყველა წევრი, მეცადინეობაზე ვიქტორინის კითხვებს უპასუხეს VI და VII კლასის მოსწავლეებმა. წრის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ წრის მეცადინეობებზე მიღებული საკითხებზე დასმულ კითხვებზე. სულ 60 კითხვას გაეცა პასუხი, ეს კითხვები შედგენილი იყო თითოეული კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. წინასწარ შევადგინე თითოეული წრის წევრისათვის მის შესაძლებლობაზე მორგებული ინდივიდუალური ბარათები სავარჯიშოებით.
გამოკითხვა ვიქტორინა ჩატარდა ორ ეტაპად. პირველი ეტაპი იყო თეორიული მასალების მონიტორინგი, მეორე ნაწილი მოიცავდა მათემატიკის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის შესრულებასაც დაეთმო 20 წუთი. ეს ღონისძება განსაკუთრებით ავარჯიშებს მოსწავლეებს შემდეგ საკითხებში: რიცხვებზე მოქმედებები, ამოცანების ამოხსნა, განტოლების ამოხსნა, მონაცემთა დამუშავებას. ხელს უწყობს მსჯელობას, აზროვნებას და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
შემაჯამებელი წრის მეცადინეობით გამოვავლინეთ გამარჯვებული კლასი, შემამოწმეთ და შევამოწმეთ თითოეული წრის წევრის ნამუშევარი, რითაც დავინახეთ, რომ მიუხედავად გაწეული მუშაობისა, არის საკითხები რომელიც საჭიროებს უფრო მეტ მუშაობას. დავსახეთ სამომავლო გეგმები და ამოცანები.
No comments:
Post a Comment