პროექტზე მუშაობა
დაიწყო 2019 წლის 23 აპრილს და 2 მაისს ჩატარდა
ტყვირის საჯარო სკოლაში პროექტი თემაზე: „ლეონარდო დავინჩი 500 წლის შემდეგ“.
პროექტი მიმდინარეობდა
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. პროექტში
ხალისით ჩაერთო მე- 10 კლასის მოსწავლეები. დავალებები განაწილდა მოსწავლეების ინტერესებისა
და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტის მომზადებისას მოსწავლეებმა მოიძიეს
და გამოიყენეს სხვადასხვა ლიტერატურა და მრავალფეროვანი რესურსები, ინტერნეტიდან ვიდეო
რესურსებიც. საინტერესო შერჩეული ვიდეოს ჩვენება მოხდა პროექტის მსვლელობის დროს. პრეზენტაციის
დროს მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლეონარდო დავინჩის ბიოგრაფიული ცნობები, ლეონარდოს მიერ შექმნილი აღმოჩენების ესკიზები და
ნახაზები , ისაუბრეს მის გამოგონებებზე და მნიშვნელობებზე პრაქტიკაში. წაიკითხეს და
აგრეთვე მოისმინეს ლეონარდო დავინჩის იგავები და გამონათქვამები.
ვთვლი, რომ პროექტის
ჩატარებით მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებმა მიიღეს ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ლეონარდო დავინჩის ცხოვრების და აღმოჩენების შესახებ. პროექტი დაეხმარა მონაწილეებს
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების , მიღებული ცოდნის გამოყენების, არგუმენტირებული
მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების
განვითარებაში.
პროექტის მონაწილეებმა
მე-9 და მე-11 კლასებშიც ჩაატარეს პრეზენტაციები აღნიშნულ საკითზე. პროექტის მსვლელობისას
მოხდა ინტეგრირება ხელოვნებასთან და ბიოლოგიასთან. პროექტი დაგეგმილ ვადებში ჩატარდა.
ვისურვებდი მომავალში მოსწავლეებს დაემზადებინათ ლეონარდოს ესკიზებით მოდელები. დაამზადეს და გამოუშვეს კედლის გაზეთი ლეონარდო დავინჩის ცხოვრების და აღმოჩენების
შესახებ და განათავსეს კედელზე ფიზიკის კაბინეტში.
პროექტზე მუშაობამ
მოსწავლეებს ახალი ცოდნა შემატა, მოხდა მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებისათვის
ხელისშეწყობა და შესაბამისად, მოსწავლეებს გაეზარდათ მოტივაცია.
No comments:
Post a Comment