,, ნორჩი მათემატიკოსები“
რეფლექსია
2019 წლის იანვრიდან განახლდა მათემატიკის წრის ,,ნორჩი
მათემატიკოსები“ ფუნქციონირება. მოსწავლეთა მიერ მათემატიკის გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების
უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოვლენის და განმტკიცების მიზნით, მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად შევარჩიე განსახილველი საკითხები.
მეცადინეობებზე განხილული იყო განსხვავებული ტიპის საინტერესო
და სახალისო ამოცანები, საოლიმპიადო ამოცანები. ამოხსნილ იქნა ამოცანები გეომეტრიულ
ფიგურებზე და განტოლებები.
წრის მეცადინეობებზე დიდი დრო დაეთმო მათემატიკურ თამაშებს, სახალისო ამოცანებს, მოსწავლეთა თხოვნის გათვალისწინებით თავსატეხებსა და კროსვორდებს, რამაც ხელი შეუწყო
მათემატიკისადმი ინტერესის გაზრდას.
განსაკუთრებული ინტერესით ელოდებოდნენ წრის წევრები
შემაჯამებელ მეცადინეობას, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 3 ივნისს. ვიქტორინა ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე თეორიულ კითხვებზე უნდა
გაეცათ პასუხი, მეორე ეტაპზე კი
ჩატარდა 20 წუთიანი ტესტირება, რომლის
დროსაც წრის წევრებისათვის ინდივიდუალურად,
დიფერენცირებულად შედგენილი სავარჯიშოები დავარიგე.
ვიქტორინის
ჩატარება დამეხმარა გამომევლინა და დამენახა მოსწავლეთა მიღწევები, აღმომეჩინა
მათი ძლიერი და სუსტი მხარეები კონკურენციის
და შეჯიბრების, ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის პირობებში.
ვთვლი, რომ ჩატარებული მეცადინეობებით მიზანს მივაღწიე.
მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია მოიძინ ინტერნეტიდან და სხვადასხვა კრებულებიდან საინტერესო
ამოცანები, ამოხსნან და ერთობლივად ვიმსჯელოთ ამოხსნის ხერხებზე. მეცადინეობამ ხელი
შეუწყო მოსწავლეთა სწრაფ აზროვნებას და შემოქმედებითი
უნარების გამომუშავებას და განვითარებას. შემაჯამებელი მეცადინეობის შედეგების განხილვამ
გვაჩვენა, რომ მიუხედავად გაწეული მუშაობისა, არის საკითხები რომელიც საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას, რასაც გავითვალისწინებთ და
შევიტანთ გარკვეულ კორექტივებს შემდგომი სწავლის
პროცესში.
No comments:
Post a Comment