Friday, December 28, 2018

ინტელექტუალურ- შემეცნებითი პროექტის " რა? სად? როდის?" ანგარიში




პროექტის სახელწოდება -  " რა?   სად?    როდის?"
მიმართულება-- ინტელექტუალურ-  შემეცნებითი
სამიზნე ჯგუფი:-        მეშვიდე,  მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები
2018 წლის  11  მაისიდან   22  ოქტომბრის  ჩათვლით  ჩატარდა   20 გაკვეთილი.  გაკვეთილები დაიგეგმა მიზნობრივად,  რომლებშიც გათვალისწინებული  იყო  მოსწავლეთა  სურვილები და ინტერესები.მოსწავლეები გაეცვნენ ინტერნეტიდან და ენციკლოპედიიდან  მოძიებულ საინტერესო ინფორმაციას პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე, რითაც აიმაღლეს ინტელექტი. ისწავლეს ინფორმაციის საშუალებების  გამოყენება საჭირო ინფორმაციის  მოძიებისა და დამუშავებისათვის,  გადაიღეს ფოტო- სურათები,რომელიც თავისუფალ გაკვეთილთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად, განთავსებულია ჩემს ბლოგზე.გააფორმეს  კედლის გაზეთები.
    ჩატარებული გაკვეთილებით  მოსწავლეებმა აიმაღლეს ზოგადი განათლების დონე, მოხდა წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, დაამუშავეს  სასურველი თემები, დაამუშავეს და მოიძიეს ინტერნეტიდან და სახემძღვანელოებიდან საინტერესო ინფორმაცია და ინტელექტუალური თამაშების საშუალებით  ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რამაც უფრო სახალისო გახადა გაკვეთილები.
      მთლიანად იქნა  ათვისებული საბიუჯეტო თანხები:  შეძენილ იქნა ლიტერატურა, მარკერები,ფერადი ფანქრები, წებოვანი ლენტი, თაბახის  ფურცლები  და სხვადასხვა  საკანცელარიო ნივთები.
   გაკვეთილის  ჩატარებისას გამოყენებული  იყო შემდეგი მეთოდები:  მინილექცია,  საუბრები, დისკუსია,  ჯგუფური მუშაობა,  შეჯიბრი ჯგუფებს შორის,  კითხვა- პასუხი.
    გაკვეთილების მსვლელობისას გამოვიყენეთ მრავალფეროვანი  რესურსები:  ენციკლოპედიები, სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა, ინტელექტ თამაშებში გამოყენებული ტესტები, ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაცია, ფოტო ილუსტრაციები,  გამოშვებულ იქნა კედლის გაზეთი.
   პროექტმა  ხელი შეუწყომოსწავლეებს ინტელექტის ამაღლებაში, განუვითარა  თანამშრომლობის,  ჯგუფური მუშაობის,  კომუნიკაციის, პრეზენტაციის და  ლოგიკური  აზროვნების უნარ- ჩვევები.
  გაკვეთილების  დასრულების  შემდეგ მოვახდინეთ  შეჯამება.ჩატარდა შეჯიბრი გამარჯვებულის გამოსავლენად. წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
      თავისუფალი  გაკვეთილები მოსწავლეთათვის შემეცნებითი და საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითია.მოსწავლეებმა მიიღეს ახალი ინფორმაცია და განამტკიცეს წინარე ცოდნა.მეცადინეობამ მოსწავლეებს ახალი ცოდნა შემატა და გაუზარდა მოტივაცია.




No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"