რეფლექსია
2018 წლის 6 დეკემბერს ჩავატარე შიდა შეფასების გაკვეთილი მათემატიკაში
მეექვსე კლასში.
საპატიო მიზეზით გაკვეთილს არ ესწრებოდა ერთი მოსწავლე.
გაკვეთილის გეგმის შედგენისას გავითვალისწინე მიზანი, მისაღწევი შედეგი
და წინარე ცოდნა.მიზანი იყო ზუსტი და გასაგები,
მკაფიოდ ფორმულირებული, რეალისტური.
გაკვეთილზე
მოსწავლეებს შევუქმენი კეთილგანწყობილი გარემო.გაკვეთილი ჩავატარე ფიზიკა-
მათემატიკის კაბინეტში, სადაც თვალსაჩინო ადგილას, კედელზე განთავსებულია წინასწარ
შემუშავებული ქცევის წესები და შეფასების კრიტერიუმები, რომელსაც მოსწავლეები იცავენ
და იზიარებენ პასუხისმგებლობას ჯგუფური მუშაობის
დროს.
გაკვეთილის დასაწყისში
გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის თემა და მიზანი, რომელიც პროექტორითაც ვაჩვენე
ეკრანზე და დაფაზეც იყო განთავსებული.
სასწავლო
რესურსები შევარჩიე გაკვეთილის თემის, მიზნის, მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების
და შესაძლებლობების შესაბამისად. სასწავლო
რესურსები იყო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მამოტივირებელი ყველა მოსწავლისათვის. მიზნის მისაღწევად გამოვიყენე
კონსტრუქტივისტული მეთოდი - მოსწავლეები სწავლობდნენ კეთებით. ამ
მეთოდის ეფექტურობის გამო მას ხშირად ვიყენებ გაკვეთილის დაგეგმვისას.
გამოვიყენე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი, რომლის დამზადებაშიც მოსწავლეებიც იყო ჩართული, რამაც განაპირობა მოსწავლეთა
მაღალი მოტივაცია.
ვფიქრობ,
გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო სწორად შერჩეული აქტივობები და სტრატეგიები
და შესაბამისად საინტერესო და მოტივაციის ასამაღლებლად ვიზუალურად სასიამოვნო დამხმარე სასწავლო
რესურსები, რომლებიც ზუსტად დამეხმარა
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შედეგის მიღებაში.
სწავლა კეთებით ძალიან სახალისო იყო მოსწავლეებისათვის.სასწავლო
გარემო საგაკვეთილო მოთხოვნებთან შესაბამისი იყო.
გამოვიყენე შესასვლელი ბილეთები, რისი მეშვეობითაც გავიგე მოსწავლეთა
მზაობა ახალ მასალაზე გადასვლისათვის.
მოსწავლეთათვის
შთამბეჭდავი იყო ვიდეო სიმეტრიის შესახებ.
მოვახდინე
საგანთაშორისი კავშირი ბუნებასთან, ხელოვნებასთან, ისტორიასთან.
ვისაუბრე მშვიდად და
კორექტულად, ეფექტური კომუნიკაციის დახმარებით,
ახალი მასალის ახსნა მოხდა პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით და კლასის
მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.
გაკვეთილის
პროცესში გამოვიყენე შუქნიშნის ფერადი ბარათები და გასასვლელი ბილეთები.სწორად
და მიზანმიმართულად გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება:
საჭირო დროს, ზუსტად და მიზანმიმართულად
ვაკეთებდი კომენტარებს.
ჯგუფური სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეებმა
შეძლეს დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა. მთელი გაკვეთილის მსვლელობისას ვასრულებდი
ფასილიტატორის როლს, ვაძლევდი ზეპირ უკუკავშირს. მოსწავლეებმა დავალებებს კარგად გაართვეს თავი და შექება დაიმსახურეს.ჯგუფებმა დავალებები სწორად შეასრულეს და ლიდერებმა
გააკეთეს სრულყოფილი პრეზენტაციები, მე კი მსვლელობისას შევავსე ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების ფურცელი.
გაკვეთილის
მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება.
გაკვეთილის დასასრულს, გავაკეთე გაკვეთილის შეფასება და მივეცი
საშინაო დავალება. შევაფასე მაღალი ქულით ორი
მოსწავლე
პრეზენტაციის და ჯგუფური მუშაობის შეფასების
სქემის მიხედვით.
გამოყენებული სტრატეგიით
გაკვეთილი გახდა საინტერესო, შესაბამისად
ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, რამაც დადებითი
გავლენა იქონია მათი ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებაზე.
სამომავლოდ,
აუცილებლად გავითვალისწინებ ჯგუფური მუშაობისას
შემთხვევითი შერჩევის პრინციპს და ვეცდები,
ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული ჯგუფური
სამუშაოს შესრულების დროს.
No comments:
Post a Comment