მეცადინეობებს ესწრებოდა წრის ყველა წევრი.მეცადინეობებზე განვიხილეთ ინტერნეტიდან და სახელმძღვანელოებიდან ამოკრებილი მოსწავლეთა ასაკის და ინტერესების შესაბამისი ამოცანები და სავარჯიშოები.აღნიშნულმა საკითხმა
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.მეექვსე
და მეშვიდე კლასის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სწორი პასუხების გამოცნობაში. ასეთი ტიპის
სავარჯიშოების ამოხსნაში ჩართული იყო წრის ყველა წევრი, რითაც მეცადინეობა ხალისიანი
და მოტივირებული გახდა.
მოსწავლეები სამ ჯგუფად განაწილდა. თითოელ ჯგუფს დაურიგდა ბარათები, რომლებზეც განთავსებული იყო სახალისო ამოცანები. ჯგუფის ლიდერებმა წარმოადგინეს სწორი პასუხები და გააკეთეს პრეზენტაციები.
მეცადინეობამ თვალსაჩინო გახადა მოსწავლეთა
სურვილი, მეცადინეობებზე ჩავრთო უფრო
ხშირად სახალისო თამაშებთან ერთად ლოგიკური
და სახალისო ტიპის ამოცანების ამოხსნა.
დავგეგმეთ მომდევნო მეცადინეობაზე თვითონ მოიტანონ კონკურსისთვის ლოგიკური და სახალისო ამოცანები და შეეჯიბრონ
ერთმანეთს სწორი პასუხების გამოცნობაში. მოიძიონ თავსატეხები და კროსვორდები
მათთვის საინტერესო საკითხებზე.
No comments:
Post a Comment