Friday, April 19, 2019

1 და 8 აპრილს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის- „ნორჩი მათემატიკოსების“ მეათე და მეთერთმეტე წრის მეცადინეობა



 
1 და 8 აპრილს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის- „ნორჩი მათემატიკოსების“  მეათე და მეთერთმეტე წრის მეცადინეობა თემაზე: სახალისო და ლოგიკური ამოცანების და კროსვორდების ამოხსნა.წრის მეცადინეობაზე მოსწავლეებს მინილექციის სახით ვესაუბრე კროსვორდის შექმნის და მისი მნიშვნელობის შესახებ.
შევავსეთ კროსვორდები სხვადასხვა თემაზე:  ბუნებისმეტყველებაზე,  ხელოვნებაზე,გეოგრაფიაზე და  ა. შ.
მოსწავლეებს შევთავაზე თვითონ  შეექმნათ კროსვორდი მათთვის საინტერესო საკითხზე,დავიწყეთ მარტივი  სახიდან და შემდეგ გავართულეთ. მიუხედავად ამისა ინტერესი კროსვორდის ამოხსნისა განსაკუთრებით მაღალია.
მოსწავლეები მიხვდნენ, რომ კროსვორდის ამოხსნისას ხდება ნასწავლი საკითხების გამეორება  და გამთლიანება.ამავე დროს სახალისოა და  ცოდნის დაგროვებას და განმტკიცებას უწყობს ხელს.
მეცადინეობის შემდეგ მოსწავლეებმა სახლშიც წაიღეს შესავსებად ის კროსვორდები, რომლის შევსებაც,  წრის მეცადინეობაზე ვერ მოვასწარით.
    



No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"