Saturday, April 7, 2018

ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ მათემატიკოსთა" წრის XI მეცადინეობა ჩატარდა


ტყვირის საჯარო  სკოლის  "ნორჩ  მათემატიკოსთა"  წრის XI  მეცადინეობა  ჩატარდა  2018 წლის 3 აპრილს  თემაზე:  ამოიცნობს   და  გამოსახავს  ბრტყელ  გეომეტრიულ ფიგურებს.

ტყვირის საჯარო  სკოლის  ნორჩ  მათემატიკოსთა"  წრის XI  მეცადინეობა  ჩატარდა  2018 წლის 3 აპრილს  თემაზე:  ამოიცნობს   და  გამოსახავს  ბრტყელ  გეომეტრიულ ფიგურებს.    
მიზანი: 1. ბრტყელი  გეომეტრიული  ფიგურების  ამოცნობა.
                   2.ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების  მსგავსება - განსხვავების  დადგენა.
                   3.ბრტყელი  გეომეტრიული  ფიგურების  თვისებების  შესწავლა.
                   4.ბრტყელი  გეომეტრიული ფიგურების პრაქტიკაში  გამოყენების კონკრეტული  მაგალითების  განხილვა.
                  ჩხირების  გამოყენებით  მოსწავლეები  ამოიცნობდნენ  ბრტყელ  გეომეტრიულ ფიგურებს,  ხაზავდნენ დაფაზე  და  მსჯელობდნენ   მათი  თვისებების შესახებ.
                 წრის  წევრები ორ ჯგუფად  დავყავი.  ჯგუფებს  დავურიგე  წინასწარ  შედგენილი  ბარათები,  რომელიც  შეიცავდა  როგორც  პრაქტიკულ  სამუშაოს,  ასევე  გამოსათვლელ  ამოცანასაც. ბარათზე  ინსტრუქციები  მკაფიოდ და  გასაგებად იყო მოცემული.
             მოსწავლეები მუშაობდნენ  ხალისიანად.სამუშაოს  დასრულების  შემდეგ  ჯგუფის  ლიდერებმა გააკეთეს  პრეზენტაციები.
        ჩატარებულმა  მეცადინეობამ   ხელი  შეუწყო  მოსწავლეთა  შემოქმედებითი უნარებისა  და მიღებული ცოდნის  პრაქტიკაში გამოყენების  უნარ-  ჩვევების  განვითარებას.
               






No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"