Wednesday, April 18, 2018

ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის “ ნორჩი მათემატიკოსები“ მეცამეტე მეცადინეობა


ტყვირის საჯარო სკოლის მათემატიკის წრის “ ნორჩი მათემატიკოსები“ მეცამეტე      მეცადინეობა  ჩატარდა 2018 წლის 17 აპრილს თემაზე: ამოიცნობს, აღწერს და აგებს სივრცით ფიგურებს და მის შლილებს.

მიზანი: მოსწავლემ შეძლოს  სივრცითი ფიგურების ამოცნობამისი ელემენტების დასახელება  აღწერა,  რაოდენობის დადგენა,სივრცითი ფიგურების წახნაგების შემცველი სიბრტყეებისწიბოების შემცველი წრფეების ურთიერთგანლაგების აღწერასივრცითი ფიგურების შლილების ამოცნობაშლილით ფიგურის აღდგენაგანივითაროს სივრცის აღქმის უნარიშეძლოს საჭირო გაზომვების ჩატარება და მისი მოდელის  დამზადება, პრაქტიკული გამოყენება.





მოსწავლეებმა ჯგუფებში პლასტილინისა და ხის ჩხირებისაგან დაამზადეს სხვადასხვა სახის სივრცითი ფიგურები, გამოსახეს ეს ფიგურები  ნახაზზე, დაასახელეს მისი ელემენტები და დაახასიათეს თითოეული მათგანი.
  უპასუხეს კითხვებს, რომელიც განთავსებული იყო მაგნიტურ დაფაზე ორივე ჯგუფისათვის. მასწავლებლის მიერ მიცემული მითითების შემდეგ მოსწავლეები შეუდგნენ მუშაობას ჯგუფებში. სამუშაოს  შესრულების შემდეგ ჯგუფის ლიდერებმა გააკეთეს პრეზენტაციები. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ პრაქტიკული სამუშაოების შესრულება, სწავლა კეთებით. წრის მეცადინეობა საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა.







No comments:

Post a Comment

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"

დავალებები მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში თემაზე - "ლინზა"