წრის V- VI მეცადინეობა
2018 წლის 15 - 22 თებერვალს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის „ნორჩ მათემატიკოსთა“ წრის მეხუთე და მეექვსე მეცადინეობა თემებზე: ამოცანების ამოხსნა ნატურალური რიცხვების და წილადების გამოყენებით.
მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა
მეთოდური ლიტერატურისა და სახელმძღვანელოების გამოყენებით
შერჩეულ იქნა ამოცანები
და სავარჯიშოები, რომლებიც
განხილულ იქნა მეცადინეობაზე.
მიღებული
ცოდნის განმტკიცების მიზნით
მოსწავლეებს ორ ვარიანტად
დაურიგდათ წინასწარ გამზადებული
ბარათები, რომლებზეც მოცემული
იყო განხილულის მსგავსი ამოცანები.
ჯგუფებს
შორის შეჯიბრი წარიმართა
ხალისიანად. დაშვებული შეცდომების გასწორება განხორციელდა მოსწავლეთა მონაწილეობით. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შერჩეული აქტივობები და დამხმარე
მასალების გამოყენება საწრეო მუშაობაში განაპირობებს აქტიურ ჩართულობას წრის
მუშაობაში .