2018წლის 8
და 10 მაისს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის "ნორჩ
მათემატიკოსთა" წრის მეთვრამეტე და მეცხრამეტე მეცადინეობა.
თემებზე: განტოლება, ამოცანების ამოხსნა განტოლების გამოყენებით და ამოცანები ალბათობაზე.
მეცადინეობას არ ესწრებოდა ორი წევრი ავადმყოფობის გამო.
მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუთხრო დიოფანტეს და სხვადასხვა ტიპის განტოლებების
შესახებ, მოიყვანა ამოცანა "ვეფხისტყაოსნიდან" და ამოხსნა განტოლების შედგენით.
წინასწარ შერჩეული ალბათობაზე მარტივი ამოცანის ამოხსნის მეთოდები იქნა განხილული წრის მეცადინეობაზე.
მოსწავლეებმა შემაჯამებელი სამუშაოს ძირითადი საკითხები შეარჩიეს მათი ინტერესებიდან
და საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება გამოუშვან კედლის გაზეთი, რომელშიც ასახავენ მეცადინეობის ამსახველ მასალას. მოხდა დავალებების განაწილება წრის წევრებს შორის.
ჩატარებულმა მეცადინეობებმა მათემატიკის მიმართ მოსწავლეების სიყვარული გააძლიერა, ხელი შეუწყო ნასწავლი მასალის გაღრმავებას, ლოგიკური
და მათემატიკური აზროვნების განვითარებას.